პროგრამის ეტაპები

კვერცხუჯრედის დონაციის პროცესი: სრული ციკლის მიმოხილვა

1

პირველი კონტაქტი

პროცესის დაწყება ძალიან მარტივია. საჭირო ინფორმაციის გაცვლისთვის, ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით, პაციენტების კოორდინატორს უკავშირდებით. შემდგომ ეტაპზე კი, სურვილის შემთხვევაში, ექიმთან Skype-ით გასაუბრება დაინიშნება.

2

კონტრაქტის გაფორმება

მომსახურების პირობების შეთანხმების შემდეგ წყვილი და IVF Tours Georgia მომსახურების კონტრაქტს აფორმებენ.  იხ. კონტრაქტის ნიმუში

3

მომსახურების გადახდა

კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდა შესაბამის ვადაში უნდა მოხდეს.

4

კვერცხუჯრედის დონორის შერჩევა

ჩვენი სააგენტო  შეარჩევს კვერცხუჯრედის დონორს, რომლის გარეგნობაც თქვენს ფიზიკურ მონაცემებთან მაქსიმალურად მიახლოებული იქნება. ხელშეკრულების დადების და მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ, კვერცხუჯრედის დონორების  ბაზაში შესასვლელად, თქვენ მიიღებთ სპეციალურ კოდს და დონორსაც სწორედ ამ ბაზიდან შეარჩევთ.

5

კვერცხუჯრედის დონორის  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა

კვერცხუჯრედის დონორის  შერჩევის შემდეგ ჩვენს პარტნიორ კლინიკა რეპროარტში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალური შესწავლა დაიწყება. კვერცხუჯერდის დონორს უტარდება სპეციალური გამოკვლევები, რომელიც დადგენილია პარტნიორი კლინიკა რეპროარტის შიდა სტანდარტის მიხედვით. კვლევების ღირებულებას წყვილი იხდის კლინიკა რეპროარტში.

რეპროარტის ექიმის მიერ კვერცხუჯრედის დონორის დამაკმაყოფილებლად შეფასების მერე კი წყვილის კვერცხუჯრედის დონორი შერჩეულად ითვლება!

6

მომავალი დედისა და კვერცხუჯრედის დონორის მედიკამენტოზური მომზადება

კვერცხუჯრედის დონორის შერჩევის შემდეგ მისი და მომავალი დედის მენსტრუალური ციკლის სინქრონიზაცია ხდება, რათა შემდგომ  ემბრიონის გადატანა მომავალი მშობლის საშვილოსნოში სათანადოდ მომზადებული ენდომეტრიუმის ფონზე განხორციელდეს.

თუ მომავალი დედის ენდომეტრიუმის მომზადების პროცესი საქართველოში მიმდინარეობს, დაყოვნების პერიოდი 14-16 დღეა, თუმცა ქალს შეუძლია, რომ საკუთარ ქვეყანაში, მის მიერ შერჩეული რეპროდუქტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ მოემზადოს. ამ შემთხვევაში კლინიკა რეპროარტის ექიმ-რეპროდუქტოლოგსა და პაციენტის ექიმს შორის მუდმივი კავშირია. მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნა და მონიტორინგიც ერთობლივად ხდება.

7

საქართველოში ვიზიტი

კვერცხუჯრედის დონორის შერჩევის შემდეგ საქართველოში თქვენი პირველი IVF ტური  იწყება!

პირველი ვიზიტის მიზნებია:

  • მამაკაცის სპერმის ჩაბარება
  • დონორის კვერცხუჯრედების ასპირაციის პროცედურის ჩატარება
  • ემბრიონის გადატანა მომავალი დედის საშვილოსნოში
  • წყვილი ან წყვილის მინდობილი პირი საქართველოში უნდა ჩამოვიდეს, რომ IVF Tours Georgia-ს მომსახურების ხელშეკრულებაზე ხელი მოაწეროს
  • პარალელურად, სამედიცინო მომსახურებაზე კონტრაქტი კლინიკა რეპროარტთან ფორმდება

საქართველოში წყვილის დაყოვნების ხანგრძლივობა დაახლოებით 3-5 სრული სამუშაო დღეა. სწორედ ეს  დროა საჭირო ადმინისტრაციული პროცედურების მოსაგვარებლად.  IVF Tours Georgia -ს  საერთაშორისო პაციენტების კოორდინატორები თითოეულ ეტაპზე დაგეხმარებიან და იზრუნებენ, რომ კვერცხუჯრედის დონორის პროგრამა  სწრაფად და წარმატებულად დასრულდეს.

8

კვერცხუჯრედების ასპირაციის პროცედურის ჩატარება

როდესაც საკვერცხეებში ფოლიკულები საჭირო ზომას აღწევს, დონორს ფოლიკულების ასპირაცია უტარდება. ფოლიკულების ასპირაციის პროცედურის ხანგრძლივობა სულ 15-30 წუთია. ქალი რამდენიმე საათი მოსვენებულ მდგომარეობაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ხოლო შემდეგ სახლში მიდის და ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმს უბრუნდება. საკონტროლო ულტრაბგერით კვლევაზე კვერცხუჯრედის დონორი 1 კვირაში მოდის და მის ჯანმრთელობას ექიმი ამოწმებს.’

9

კვერცხუჯრედის დონორის კომპენსაციის გადახდა

შერჩეული დონორი კომპენსაციას  სამედიცნო პროცედურების გავლის შემდეგ, კვერცხუჯრედების ასპირაციის დღეს, ან ამ დღიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში მიიღებს, რაც ასევე კონტრაქტითაა  გათვალისწინებული.

10

მოგზაურობა საქართველოში

ასპირაციის პროცედურის დასრულებიდან 7-10 დღის შემდეგ ემბრიონის გადატანის პროცედურა ინიშნება. ამ პერიოდის განმავლობაში წყვილს  დაუვიწყარი მოგზაურობის დაგეგმვა და საქართველოს ულამაზესი კუთხეების მონახულება შეუძლია.

11

ემბრიონის გადატანა

ემბრიონის გადატანის პროცედურას მომავალი დედა კლინიკა რეპროარტში იკეთებს. მომავალი დედის საშვილონოს ღრუში საუკეთესო ემბრიონის გადატანა წვრილი კათეტერით, განაყოფიერებიდან 3-5 დღეში, ექო-მონიტორინგის ქვეშ ხდება. პროცედურა უმტკივნეულოა და სულ რამდენიმე წუთს გრძელდება. ემბრიონის გადატანის პროცედურის შემდეგ წყვილს ცხოვრების ყოველდღიურ რეჟიმში დაბრუნება და საკუთარ ქვეყანაში გამგზავრება შეუძლია.

12

წარმატებული ორსულობა

ორსულობის ტესტი ემბრიონის გადატანიდან 9-11 დღეში ტარდება.

პროცედურის კიდევ უფრო გამარტივებისა და თანხების დაზოგვის მიზნით, ჩვენ  ალტერნატიულ პროცესს გთავაზობთ!

თუ წყვილი საქართველოში ვიზიტს ვერ ახერხებს, იურიდიული მხარის მოგვარება  მინდობილ პირს შეუძლია, რომელიც კონტრაქტებსაც მოაწერს ხელს.

ამ შემთხვევაში, მომავალი მამის  ბიოლოგიური მასალა (გაყინული სპერმა) საქართველოში ასპირაციის პროცედურამდე უნდა გამოიგზავნოს.  წყვილის ჩამოსვლა კი, მხოლოდ ემბრიონის გადატანის დღეს (მომავალი დედის საშვილოსნოში) იქნება აუცილებელი. მათი საქართველოში დაყოვნების ხანგრძლივობა  საშუალოდ 1-3 სამუშაო დღეა.