კვერცხუჯრედის დონორის პროგრამა

პროგრამის დაწყება

მომავალი მშობლებისთვის კვერცხუჯრედის დონორის გამოყენება ბევრი მიზეზის გამო ხდება საჭირო.  კვერცხუჯრედის დონაციის პროგრამა  უშვილო წყვილებისთვის მაშინაა მიზანშეწონილი, როდესაც ქალის ორგანიზმში კვერცხუჯრედის მომწიფება არ ხდება ან მისი კვერცხუჯრედების ხარისხი ორსულობის შესაძლებლობას არ იძლევა.

თუ ექიმ რეპროდუქტოლოგის მიერ წყვილისთვის გაცემულია რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც მათ  შვილი კვერცხუჯრედის დონორის გამოყენებით უნდა იყოლიონ,  წყვილი IVF Tours Georgia-ს პერსონალურ მენეჯერებთან ერთად კვერცხუჯრედის დონორს  IVF Tours Georgia-ს ბაზიდან არჩევს.

შეავსე განაცხადი და გამოგვიგზავნე, რომ მიიღო სპეციალური კოდი დონორებისა და სუროგატების ბაზის სანახავად.

coordinator@ivftoursgeorgia.com

ბევრი ქალი დონორი იმიტომ ხდება, რომ სურს, უშვილო წყვილებს ოცნების ასრულებასა და შვილის გაჩენაში დაეხმაროს. IVF Tours Georgia-ს გუნდის მიზანი იმ ადამიანების პოვნაა, რომლებიც უშვილო წყვილებს ამ მნიშვნელოვანი ნატვრის ახდენაში ეხმარებიან.

IVF Tours Georgia-ს გუნდს  სუროგატებისა და დონორების  საკმაოდ დიდი ბაზა აქვს, რომლის განახლება მუდმივად მიმდინარეობს.

დონორზე მზრუნველი გუნდი წყვილს ადმინისტრაციული პროცედურების მოგვარებასა და სამედიცინო მენეჯმენტში ეხმარება. IVF Tours Georgia-ს გუნდი ამ დახმარებასა და საინფორმაციო მხარდაჭერას 24/7 რეჟიმში უზრუნველყოფს. იგი ნებისმიერ ეტაპზე ინფორმაციის მიმოცვლაზეა პასუხისმგებელი.

პროცედურისთვის მომზადება

დონაციის პროგრამის მიმდინარეობისას დონორისა და მომავალი დედის მენსტრუალური ციკლების სინქრონიზაცია ხდება, იმისათვის რომ ემბრიონის გადატანა მომავალი მშობლის საშვილოსნოში სათანადოდ მომზადებული ენდომეტრიუმის ფონზე განხორციელდეს.

ფოლიკულების ასპირაციის შედეგად მიღებული კვერცხუჯრედების  ბიოლოგიური მამის და/ან დონორის სპერმასთან შერწყმა კლინიკა რეპროარტის ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში მიმდინარეობს და შედეგად In Vitro Fertilization (IVF) (ორგანიზმის გარეთ განაყოფიერება) ხდება, რის შემდეგაც ვიღებთ ემბრიონს, რომელიც მიმღები დედის საშვილოსნოში, ორსულობის დადგომის  მიზნით, თავსდება.

აღნიშნული პროცესი ჩვენს პარტნიორ რეპროდუქციულ კლინიკა რეპროატში  მიმდინარეობს, სადაც   მკურნალობის  ყველა ეტაპი ამერიკული სტანდარტების შესაბამისია.

ვერცხუჯრედის დონორის აპლიკაციის  შევსება ძალიან მარტივი პროცედურაა.  კონფიდენციალურობა კი გარანტირებულია:  კვერცხუჯრედის დონაციის მთლიანი პროცესის განმავლობაში დონორი ანონიმურად რჩება.

რეპროარტის ლაბორატორიული აღჭურვილობა, ამერიკული სტანდარტები და კარგად დახელოვნებული პერსონალი კვერცხუჯრედის დონაციის პროცესში დონორებისა და წყვილების უსაფრთხო მკურნალობას უზრუნველყოფს. კლინიკაში  დანერგილი  პრევენციული პროგრამები და მკურნალობის სტანდარტები თავიდან გვაცილებს დონორის და მომავალი დედის ჯანმრთელობის ისეთ მდგომარეობას, რომლის დროსაც მედიკამენტები ქალის ჯანმრთელობას გააუარესებს ან დააზიანებს. გართულებების გამორიცხვის მიზნით, რეპროარტში სრულფასოვანი გამოკვლევები ტარდება.

კვერცხუჯრედის დონაციის პროცესში რეპროარტის მთავარ მიზნებს წარმოადგენს:

  • უსაფრთხოდ ჩატარდეს მედიკამენტოზური სტიმულაცია
  • ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობამ ორსულობის მიღებას, შემდეგ კი ამ ორსულობის განვითარებას არ შეუშალოს ხელი

დონაციის პროცესი ხდება მაშინ, როცა ქალის ორგანიზმი ორსულობის მისაღებად საუკეთესო ფორმაშია.

პროცესის მონიტორინგი  კლინიკა რეპროარტის  გამოცდილი სამედიცინო პერსონალის მიერ ხდება. მონიტორინგის ორი გზა არსებობს:  ულტრაბგერითი გამოკვლევები და ლაბორატორიული კვლევები.

პროცედურები

როდესაც  საკვერცხეებში ფოლიკულები საჭირო ზომას აღწევს, კვერცხუჯრედის დონორს ფოლიკულების ასპირაცია უტარდება. ასპირაცია მისთვის საკმაოდ მარტივად მიმდინარეობს, პროცედურა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

ასპირაციით მიღებულ ფოლიკულურ სითხეში ემბრიოლოგი  კვერცხუჯრედებს მოძებნის,  მათი მომწიფების სტადიას შეამოწმებს და შემდეგ  სპერმის იმ რაოდენობას ამატებს, რომელიც განაყოფიერებისთვისაა აუცილებელი.

განაყოფიერდა თუ არა კვერცხუჯრედი, ამის დადგენა  დაახლოებით 18 საათის შემდეგაა შესაძლებელი. მის შემდგომ განვითრებას ემბრიოლოგი აკვირდება 24-72 საათის განმავლობაში .

ფოლიკულების ასპირაციის პროცედურის ხანგრძლივობა სულ 15-30 წუთია. ქალის დაძინება ინტრავენური ანესთეზიით ხდება. შესაბამისად, კვერცხუჯრედის ასპირაციის პროცედურა უმტკივნეულო და უსაფრთხოა. ქალი რამდენიმე საათი მოსვენებულ მდგომარეობაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ხოლო შემდეგ  სახლში მიდის და ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმს უბრუნდება. საკონტროლო ულტრაბგერით კვლევაზე დონორი  1 კვირაში მოდის და  მის ჯანმრთელობას ექიმი ამოწმებს.

მომავალი დედის საშვილონოს ღრუში საუკეთესო ემბრიონის გადატანა წვრილი კათეტერით,   განაყოფიერებიდან 3-5 დღეში, ექო-მონიტორინგის ქვეშ ხდება. პროცედურა უმტკივნეულოა და სულ რამდენიმე წუთს გრძელდება.

წარმატებული ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ემბრიონები ლაბორატორიაში 2-5 დღე, ზოგჯერ – 6 დღემდე რჩება. მე-5 დღის ემბრიონი ბლასტოცისტად ყალიბდება. ემბრიონის ბლასტოცისტამდე განვითარება სელექციისა და 1 ან 2 ემბრიონის გადატანის საშუალებას იძლევა. 1-2 ემბრიონის გადატანა მრავალნაყოფიანი ორსულობის თავიდან ასაცილებლად ხდება, რადგან მრავალნაყოფიანი ორსულობა დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას აყენებს ზიანს. დარჩენილი ემბრიონები იყინება და მათი გამოყენება შესაძლებელია მომავალი ორსულობის მისაღებად.

ორსულობის ტესტი ემბრიონის გადატანიდან 9-11 დღეში ტარდება.

კვერცხუჯრედის დონორის კომპენსაცია 1000-1500 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. შერჩეული დონორი კომპენსაციას  სამედიცნო პროცედურების გავლის შემდეგ, კვერცხუჯრედების ასპირაციის დღეს, ან ამ დღიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში მიიღებს.

შეარჩიე დონორი

“მე ერთხელ უკვე დავეხმარე წყვილს და დღეს უკვე მათ ჯანმრთელი შვილი ყავთ, მზად ვარ კიდევ დავეხმარო უშვილო წყვილებს ოცნების ასრულებაში”კვერცხუჯრედის დონორი