პარტნიორი კლინიკა

IVF TOURS GEORGIA-ს პარტნიორი ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტია, რომელიც ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. რეპროარტის ძირითადი საქმიანობა ყველა ტიპის უშვილობის კვლევასა და მკურნალობას მოიცავს, რომელთა შორის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობაა. 

რეპროარტის ისტორია

ქართულ-ამერიკულ რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი გთავაზობთ მკურნალობის ამერიკულ ხარისხს. რეპროარტის თანამშრომლებს უშვილობის მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვთ. აქ დაცულია ყველა სტანდარტი, რაც მას სანდო სახელსა და ლიდერობას ანიჭებს.

რეპროარტში ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის 23 წელზე მეტი ხნის გამოცდილება გვაქვს.  აქ ხარისხის მუდმივი კონტროლი მიმდინარეობს და სულ უფრო  უმჯობესდება მომსახურებები.

კლინიკას სისტემატური კავშირი აქვს ამერიკის, ევროპისა თუ იაპონიის წამყვან კლინიკებთან.  რეპროარტის სანდოობას ისიც განაპირობებს, რომ აქ დანერგილია მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მეცნიერების და კლინიცისტების ერთობლივი შრომით მიღწეული ყველა ინოვაციური მეთოდი.

რეპროარტი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (ART – Assisted Reproductive Technologies) სფეროში ახალ ტექნოლოგიებსა და მეთოდებს რეგიონის მასშტაბით ნერგავს.

კლინიკაში ცოდნის განახლების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი სამეცნიერო და კლინიკური კვლევები ტარდება, თანამშრომლები სემინარებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში მონაწილეობენ, რათა მათთვის უახლესი, თანამედროვე სამეცნიერო მიღწევები იყოს ხელმისაწვდომი. რეპროარტის მონაცემები სხვადასხვა საერთაშორისო კონგრესზე, მათ შორის, ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაციის (ESHRE – European Society of Human Reproduction and Embryology), აშშ-ს რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის (ASRM – American Society for Reproductive Medicine), ანდროლოგების საერთაშორისო ასოციაციისა (ISA – International Society of Andrology) და სხვა მრავალი პროფესიული გაერთიანების კონფერენციებზეა წარდგენილი.

რეპროარტის მენეჯმენტი

ლიკა ჭყონია – რეპროარტის დამფუძნებელი, დირექტორი. 

ემბრიოლოგი, რომელსაც საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების სფეროში მუშაობის ყველაზე დიდი, 23- წლიანი გამოცდილება აქვს:

  • დოქტურანტურა ჯონსების სახელობის რეპროდუქციულ ინსტიტუტში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნორფოლკში (Jons Institute for Reproductive Medicine – Susan Lanzendorf’s Lab Norfolk, Virginia, USA), სადაც დაიბადა აშშ-ში პირველი ინ ვიტრო განაყოფიერებით ჩასახული ბავშვი.
  • ჯონსების სახელობის რეპროდუქციულ ინსტიტუტში (Jons Institute for Reproductive Medicine Norfolk, Virginia, USA) რეპროდუქციის დამხმარე ტექნოლოგიების, კერძოდ მიკრომანიპულაციების სასწავლო პროგრამების სერტიფიცირებული მასწავლებელი;
  • 1995 წლიდან 8 წლის განმავლობაში მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში: Mount Sainai Hospital , OFRM (Оffices for Fertility and Reproductive Medicine NY, NY,USA);
  • ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტის ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების ემბრიოლოგი 2003-2006 წლებში;
  • სამედიცინო ცენტრ „იუნონას“ ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების ხელმძღვანელი 2006-2012 წლებში;
  • 2012 წლის ივლისიდან ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა ReproART-ის დამფუძნებელი და დირექტორი;
  • საქართველოს რეპროდუქციული მედიცინის  და ბიოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი;
  • 2014 წლიდან არჩეულია საქართველოს წარმომადგენლად ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის ასოციაციის (ESHRE)  მიერ ნაციონალურ წარმომადგენელთა კომიტეტში;
  • ბიზნესმენ ქალთა საერთაშორისო ფონდის (IWEC) 2015 წლის გამარჯვებული;
  • მის სახელს უკავშირდება ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციის (ICSI – Intracytoplasmic Sperm Injection), სპერმის ოპერაციული ასპირაციის, ბლასტოცისტის გაყინვის შემდეგ საქართველოში პირველი ბავშვების დაბადება;
  • ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის ასოციაციის (ESHRE)  და ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის (ASRM)  წევრი.

ნინო ოკუჯავა – რეპროარტის დამფუძნებელი, დირექტორის მოადგილე

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო საქმე;
  • ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტი, ექიმი გენეტიკოსი 1981-1994 წლებში;
  • კომპანია „ნეოსტუდიის“ დირექტორის მოადგილე (1994-2006);
  • ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია მაგთიკომის კორპორატიული ჟურნალის – „მუდმივი კავშირის სამყარო“ – რედაქციის წევრი (1999-2006);
  • დოკუმენტური ფილმების: „გენერალი შალიკაშვილი“, „ჩვენ პირველი ევროპელები ვართ“, „აბრეშუმის გზა“, „მე, ჯორჯ ბალანჩინი“, „მუდმივი კავშირის სამყარო“ და ა.შ. აღმასრულებელი პროდუსერი;
  • მობილური კავშირგაბმულობის კომპანია მაგთიკომის კორპორატიული სარეკლამო რგოლების აღმასრულებელი პროდუსერი (1999-2006);
  • ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, საკომუნიკაციო პროგრამების ცენტრი. ოჯახის ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში – ოჯახის დაგეგმვის  სატელევიზიო პროექტის აღმასრულებელი პროდუსერი;
  • ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი,  საკომუნიკაციო პროგრამების ცენტრი. ოჯახის ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში – აბორტის საწინააღმდეგო სატელევიზიო პროექტის აღმასრულებელი პროდუსერი;
  • ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა ReproART-ის დამფუძნებელი და დირექტორის მოადგილე 2012 წლიდან;
  • ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის ასოციაციის (ESHRE)  და ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის (ASRM) წევრი.

დევიდ მაკკალა – რეპროარტის სამეცნიერო დირექტორი

დოქტორი (Ph.D), H.C.L.D. (მაღალგანვითარებული ტექნოლოგიის კლინიკური ლაბორატორიის დირექტორი), C.C

  • დევიდ მაკკალა PhD, H.C.L.D, C.C სამეცნიერო დირექტორი ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის სამ ფილიალში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
  • ამავდროულად არის ანდროლოგიური ლაბორატორიის დირექტორი ბიოგენეტიკურ კორპორაციაში, რომელიც მდებარეობს ნიუ ჯერსიში (Biogenetics Corporation in New Jersey)
  • ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე და სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე ნიუ იორკის უნივერსიტეტეტის ნაყოფიერების ცენტრში, ნიუ იორკი, აშშ (NYUFC – New York University Fertility Center, NY, USA).
  • დევიდი ასევე უწევს კოორდინაციას NYUFC და რადკლიფ ტექნოლოჯის, (Redshift Technologies), რომელიც არის NYUFC ელექტრონული სამედიცინო ისტორიების სისტემის შემქმნელი;
  • ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ინსტიტუტის სამეანო-გინეკოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი;
  • ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ნაყოფიერების ცენტრში მუშაობის დაწყებიდან (2012წ.) ის გახლავთ სხვადასხვა ჟურნალში გამოქვეყნებული 15 სამეცნიერო პუბლიკაციისა და 3 სახელმძღვანელოს თანაავტორი;
  • დევიდ მაკკალა ხელმძღვანელობდა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (ART) ლაბორატორიებს ორი ათწლეულის განმავლობაში. (University Reproductive Associates [and its predecessor, the Center for Reproductive Medicine at Hackensack University Medical Center] in Hasbrouck Heights, New Jersey; Offices for Fertility and Reproductive Medicine, in Greenwich Village, New York; and the Fertility Institute at the Brooklyn Hospital Center, in Brooklyn, New York);
  • კლინიკური საქმიანობის დაწყებამდე დოქტორი მაკკალა ჩართული იყო სამეცნიერო სამუშაოებში ფლორიდაში, მაიამის უნივერსიტეტეტის სამედიცინო ინსტიტუტში. (University of Miami School of Medicine, in Miami, USA);
  • მერილენდის უნივერსიტეტსა და აშშ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბელტსვილის ცენტრში იგივე კვლევებს ატარებდა კურდღლის ოოციტებზე ინ ვიტრო. (University of Maryland and the USDA’s Beltsville Agricultural Research Center, in College Park/Beltsville, Maryland, USA);

მკურნალობა ამერიკული სტანდარტებით

ცოდნის, გამოცდილების, პროფესიონალიზმის, ულტრათანამედროვე აპარატურისა და, რაც მთავარია,  კლინიკის სპეციალისტების ჯგუფის და მათი ამერიკელი კოლეგების წყალობით, კლინიკა რეპროარტი გთავაზობთ საქართველოდან გაუსვლელად მკურნალობის ამერიკულ ხარისხსა და შედეგებს.

რეპროარტში დანერგილია უშვილობის დიაგნოსტიკის და მკურნალობის მსოფლიო სტანდარტები და გთავაზობთ კლინიკასა და პაციენტს შორის იურიდიულად გამართულ საკონტრაქტო სისტემას,  პაციენტის პრობლემისადმი ინდივიდუალურ მიდგომას, კონფიდენციალურობის სრულ დაცვას და თანამედროვე კომფორტულ პირობებს.

თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და  მაღალკვალიფიციური,  გამოცდილი სამედიცინო პერსონალის დამსახურებით,  აქ წყვილებისთვის  სასიამოვნო და მყუდრო გარემოა შექმნილი.

 რეპროარტის სერვისები

ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში ათასობით პაციენტმა მიაღწია სასურველ შედეგს – ჯანმრთელი ბავშვის დაბადებას და ოჯახის სრულყოფას.

ჩვენ ვეხმარებით პაციენტებს, რომ ბუნებრივი გზით მიაღწიონ ორსულობას, და თუ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა, ვთავაზობთ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების ჩართვას.

  • ოვულაციის ინდუქცია;
  • მეუღლის და დონორის სპერმით საშვილოსნოშიდა ინსემინაცია IUI და DIUI;
  • ინ ვიტრო განაყოფიერება IVF;
  • ინტრაციტოპლაზმატური სპერმის ინექცია ICSI;
  • სპერმის ასპირაცია;
  • პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა და სკრინინგი PGD და PGS;
  • კვერცხუჯრედის, სპერმის და ემბრიონის გაყინვა;
  • სპერმის და კვერცხუჯრედების დონაციის და სუროგაციის პროგრამები.

რეპროარტის შედეგები

ბოლო წლების განმავლობაში ინ ვიტრო განაყოფიერების რეზულტატების ინტერპრეტაცია და გაანალიზება საკმაოდ გამრავალფეროვნდა. ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატების ცნებაში მხოლოდ ის იგულისხმებოდა, რომ კვერცხუჯრედების ასპირაციის ციკლშივე ხდებოდა გაუყინავი ემბრიონების გადატანა, რის შემდეგაც დგებოდა ორსულობა;  ამ პერიოდში კლინიკები ცდილობდნენ, ლაბორატორიებში ემბრიონები 3 დღეზე მეტ ხანს არ დაეყოვნებინათ. გაყინვის მეთოდი იყო ძალიან სუსტი, ამიტომ უმნიშვნელოვანესი გახლდათ ემბრიონების გადატანა კვერცხუჯრედის ასპირაციის ციკლშივე, რადგან ემბრიონების გაყინვა მის სიცოცხლისუნარიანობას ამცირებდა.

დროთა განმავლობაში გაყინვის მეთოდიკის დახვეწამ (ვიტრიფიკაცია – გაყინვის სწრაფი მეთოდი),  და სრულიად ახლებური  გასაყინი და ემბრიონის ბლასტოცისტამდე (მე-5, მე-6 დღის ემბრიონი) კულტივაციისთვის საჭირო ხსნარების შექმნამ ორსულობის შანსი გაცილებით გაზარდა – გაყინული და გაუყინავი ემბრიონის შემთხვევაშიც.

ჯგუფები გაუყინავი ემბრიონის გადატანა გაყინული ემბრიონის გადატანა (%)
კვერცხუჯრედის დონორი 62% 70%
კვერცხუჯრედის დონორი / სუროგატი დედა 77% 83%

ჩვენს კლინიკაში წარმატებულად დამუშავდა და გამოიყენება ბლასტოცისტის ვიტრიფიკაცია (გაყინვის სწრაფი მეთოდი), 98 % გადარჩენის შესაძლებლობით და, ასაკის მიუხედავად, 65% ორსულობის ალბათობით.

ხშირად პაციენტები ცდებიან, როდესაც მიიჩნევენ, რომ თუ ემბრიონის გადატანა გაუყინავ ციკლშივე არ მოხდა, მათ ორსულობის შანსი უმცირდებათ. სინამდვილეში, ხშირად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო ხდება ემრიონის გაყინვა, პაციენტის საშვილოსნოს სათანადოდ მომზადება, და მხოლოდ ამის შემდეგ – უკვე გაყინული ემბრიონის გადტანა. ამგვარად, გაყინული ემბრიონი კი არ ამცირებს ორსულობის მიღწევის შანსს, არამედ პირიქით – ზრდის კიდეც.

თუ ამ შედეგებს დავამატებთ პრეიმპლანტაციურ გენეტიკურ დიაგნოსტიკა\სკრინინგს (PGD/PGS) – 24 ქრომოსომის კვლევა, 22 აუტოსომული და X,Y ქრომოსომების სკრინინგი – ეს კიდევ უფრო ზრდის ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგიანობას და მნიშვნელოვნად ამცირებს ორსულობის შეწყვეტის ალბათობას.

ბევრი კლინიკის გამოცდილებამ დაადსტურა, რომ გაყინული ემბრიონებით მიღებული ორსულობის სიხშირე უფრო მაღალია, ვიდრე იმავე ციკლში გადატანილი გაუყინავი ემბრიონების დროს.

მიღებული შედეგების საფუძველზე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რეპროარტში ყველა უშვილო წყვილს აქვს შანსი, გახდეს მშობელი.

რეპროარტის გუნდი

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი დაკომპლექტებულია სპეციალისტებით, რომლებმაც სტაჟირება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გაიარეს.

მეან-გინეკოლოგები, რეპროდუქტოლოგები, ემბრიოლოგები, გენეტიკოსები, ანდროლოგები, იმუნოლოგები და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები ქმნიან გუნდს, რომელიც კლინიკაში წარმატებული შედეგების მთავარი გარანტია.

კლინიკა რეპროარტში, უცხოელ პარტნიორებთან ერთად სამეცნიერო და კლინიკური კვლევები ტარდება.  თანამშრომლები მონაწილეობენ სემინარებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში, სადაც წარადგენენ თავის უახლეს სამეცნიერო მიღწევებს და ეცნობიან კოლეგების გამოცდილებას.

რეპროარტის გუნდის ნაშრომები 2013 – 2016 წლებში წარდგენილი იყო ისეთ მნიშვნელოვან კონგრესებზე, როგორიცაა ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის ასოციაციის კონგრესი (ESHRE) და აშშ-ს რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის კონგრესი (ASRM), გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის კონგრესი (ISGE), (CoGEN – World Congress on Controversies in Preconception, Preimplantation and Prenatal Genetic Diagnosis).