კვერცხუჯრედის დონორის და სუროგატის პროგრამა

სუროგატი დედის და კვერცხუჯრედის დონორის პროგრამა: სრული ციკლის მიმოხილვა

1

პირველი კონტაქტი

პროცესის დაწყება ძალიან მარტივია. საჭირო ინფორმაციის გაცვლისთვის ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით პაციენტების კოორდინატორს უკავშირდებით. შემდგომ ეტაპზე კი, სურვილის შემთხვევაში, ექიმთან Skype-ით გასაუბრება დაინიშნება.

2

კონტრაქტის გაფორმება

მომსახურების პირობების შეთანხმების შემდეგ წყვილი და IVF Tours Georgia  მომსახურების კონტრაქტს ფორმებენ.  იხ. კონტრაქტის ნიმუში

3

მომსახურების გადახდა

კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდა შესაბამის ვადაში უნდა მოხდეს.

4

სუროგატი დედისა და კვერცხუჯრედის დონორის შერჩევა

ჩვენი სააგენტო  დაგეხმარებათ შეარჩიოთ კვერცხუჯრედის დონორი, რომელიც თქვენს ფიზიკურ მონაცემებთან მაქსიმალურად მიახლოებული იქნება.
კვერცხუჯრედის დონორის  და სუროგატი დედების ბაზაში შესასვლელად, ხელშეკრულების დადების და მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ თქვენ მიიღებთ სპეციალურ კოდს.

5

სუროგატი დედისა და კვერცხუჯრედის დონორის ჯანრთელობის მდგომარეობის შესწავლა

სუროგატი დედის  და კვერცხუჯრედის დონორის შერჩევის შემდეგ ჩვენს პარტნიორ კლინიკა რეპროარტში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალური შესწავლა დაიწყება. მათ უტარდებათ სპეციალური გამოკვლევები, რომელიც დადგენილია პარტნიორი კლინიკა რეპროარტის შიდა სტანდარტის მიხედვით. კვლევების ღირებულებას წყვილი იხდის კლინიკა რეპროარტში.

რეპროარტის ექიმის მიერ სუროგატი დედის და კვერცხუჯრედის ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებლად შეფასების მერე კი წყვილის სუროგატი და დონორი შერჩეულად ითვლება!

6

კვერცხუჯრედის დონორის და სუროგატი დედის მედიკამენტოზური მომზადება

სუროგატის დედის  და დონორის შერჩევის შემდეგ  სუროგატი დედისა და კვერცხუჯრედის დონორის მენსტრუალური ციკლის სინქრონიზაცია ხდება, რათა შემდგომ  ემბრიონის გადატანა სუროგატი დედის საშვილოსნოში სათანადოდ მომზადებული ენდომეტრიუმის ფონზე განხორციელდეს.

7

საქართველოში ვიზიტი

კვერცხუჯრედის დონორის და სუროგატი დედის შერჩევის შემდეგ საქართველოში თქვენი პირველი IVF ტური  იწყება!

პირველი ვიზიტის მიზნებია:

  • მამაკაცის სპერმის ჩაბარება
  • დონორის კვერცხუჯრედების ასპირაციის პროცედურის ჩატარება
  • ემბრიონის გადატანა სუროგატი დედის საშვილოსნოში
  • წყვილი ან წყვილის მინდობილი პირი საქართველოში უნდა ჩამოვიდეს, რომ IVF Tours Georgia-ს მომსახურების ხელშეკრულებაზე ხელი მოაწეროს
  • პარალელურად, სამედიცინო მომსახურებაზე კონტრაქტი კლინიკა რეპროატთან ფორმდება

საქართველოში წყვილის დაყოვნების ხანგრძლივობა დაახლოებით 3-5 სრული სამუშაო დღეა. სწორედ ეს  დროა საჭირო ადმინისტრაციული პროცედურების მოსაგვარებლად.  IVF Tours Georgia -ს  საერთაშორისო პაციენტების კოორდინატორები თითოეულ ეტაპზე დაგეხმარებიან და იზრუნებენ, რომ კვერცხუჯრედის დონორის და სუროგაციის პროგრამა  სწრაფად და წარმატებულად დასრულდეს.

8

დონორის კვერცხუჯრედების ასპირაციის პროცედურის ჩატარება

როდესაც საკვერცხეებში ფოლიკულები საჭირო ზომას აღწევს, დონორს ფოლიკულების ასპირაცია უტარდება. ფოლიკულების ასპირაციის პროცედურის ხანგრძლივობა სულ 15-30 წუთია. ქალი რამდენიმე საათი მოსვენებულ მდგომარეობაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ხოლო შემდეგ სახლში მიდის და ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმს უბრუნდება. საკონტროლო ულტრაბგერით კვლევაზე კვერცხუჯრედის დონორი 1 კვირაში მოდის და მის ჯანმრთელობას ექიმი ამოწმებს.

9

კვერცხუჯრედის დონორის ჰონორარის გადახდა

შერჩეული დონორი კომპენსაციას  სამედიცნო პროცედურების გავლის შემდეგ, კვერცხუჯრედების ასპირაციის დღეს ან, ამ დღიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში მიიღებს, რაც ასევე კონტრაქტითაა  გათვალისწინებული.

10

ემბრიონის გადატანა სუროგატი დედის საშვილოსნოში

ემბრიონის გადატანის პროცედურას სუროგატი დედა კლინიკა რეპროარტში იკეთებს. სუროგატი დედის საშვილონოს ღრუში საუკეთესო ემბრიონის გადატანა წვრილი კათეტერით, განაყოფიერებიდან 3-5 დღეში, ექო-მონიტორინგის ქვეშ ხდება. პროცედურა უმტკივნეულოა და სულ რამდენიმე წუთს გრძელდება.

11

წარმატებული ორსულობა

ორსულობის ტესტი ემბრიონის გადატანიდან 9-11 დღეში ტარდება.

12

სუროგატი დედის ჰონორარისა და ცხოვრების ხარჯების ანაზღაურება

ორსულობის დადგომის შემდეგ სუროგატი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და სამედიცინო პროცედურები კლინიკა რეპროარტში, ამერიკული სტანდარტის შესაბამისად მიმდინარეობს. პროცესს კოორდინაციას  IVF Tours Georgia -ს  კოორინდატორების გუნდი უწევს, წყვილს კი სუროგატი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია ყველა ეტაპზე მიეწოდება.

სუროგატი დედის ჰონორარისა და ცხოვრების ხარჯების ანაზღაურება წყვილის მიერ, კონტრაქტში მითითებული გრაფიკის მიხედვით ხდება.

იურიდიული პროცედურების მოგვარების მიზნით, მშობიარობის დღეს წყვილის საქართველოში ყოფნა აუცილებელია.

პროცედურის გამარტივებისა და თანხების დაზოგვის მიზნით, ჩვენ  ალტერნატიულ პროცესს გთავაზობთ!

თუ წყვილი საქართველოში ვიზიტს ვერ ახერხებს, იურიდიული მხარე მინდობილმა პირმა უნდა მოაგვაროს, რომელიც კონტრაქტებსაც მოაწერს ხელს.

თუ ყველა იურიდიულ პროცედურას მინდობილი პირი აგვარებს და წყვილი  ჩამოსვლას ბავშვის გაჩენამდე არ გეგმავს, საქართველოში მამის ბიოლოგიური მასალა (გაყინული სპერმა) უნდა გამოიგზავნოს. წყვილს კი შეუძლია მხოლოდ ბავშვის წასაყვანად ჩამოვიდეს.