პროგრამის ეტაპები

სუროგაციის პროცესი: სრული ციკლის მიმოხილვა

1

პროცესის დაწყება

პროცესის დაწყება ძალიან მარტივია. საჭირო ინფორმაციის გაცვლისთვის ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით პაციენტების კოორდინატორს  უკავშირდებით.  შემდგომ ეტაპზე კი, სურვილის შემთხვევაში, ექიმთან Skype-ით გასაუბრება დაინიშნება.

2

კონტრაქტის გაფორმება

მომსახურების პირობების შეთანხმების შემდეგ, წყვილი და IVF Tours Georgia,  მომსახურების კონტრაქტს აფორმებენ.  იხ. კონტრაქტის ნიმუში

3

მომსახურების გადახდა

კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდა შესაბამის ვადაში უნდა მოხდეს.

4

სუროგატის შერჩევა

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, სუროგატი დედების ბაზაში შესასვლელად, მიიღებთ კოდს და სუროგატს სწორედ ამ ბაზიდან შეარჩევთ.

5

სუროგატი დედის ჯანრთელობის მდგომარეობის შესწავლა

სუროგატი დედის  შერჩევის შემდეგ ჩვენს პარტნიორ კლინიკა რეპროარტში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალური შესწავლა დაიწყება. სუროგატ დედას უტარდება სპეციალური გამოკვლევები, რომელიც დადგენილია პარტნიორი კლინიკა რეპროარტის შიდა სტანდარტის მიხედვით. კვლევების ღირებულებას წყვილი იხდის კლინიკა რეპროარტში.

რეპროარტის ექიმის მიერ სუროგატი დედის ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებლად შეფასების მერე კი წყვილის სუროგატი შერჩეულად ითვლება!

6

მომავალი დედისა და სუროგატის მედიკამენტოზური მომზადება

სუროგატის დედის შერჩევის შემდეგ  მისი და მომავალი დედის მენსტრუალური ციკლის სინქრონიზაცია ხდება, რათა შემდგომ  ემბრიონის გადატანა სუროგატი დედის საშვილოსნოში სათანადოდ მომზადებული ენდომეტრიუმის ფონზე განხორციელდეს.

თუ მომავალი დედის საკვერცხეების მომზადების პროცესი საქართველოში მიმდინარეობს, დაყოვნების პერიოდი 14-16 დღეა, თუმცა ქალს შეუძლია, რომ საკუთარ ქვეყანაში, მის მიერ შერჩეული რეპროდუქტოლოგის მონიტორინგის ქვეშ მოემზადოს, საქართველოში კი მხოლოდ ასპირაციის პროცედურამდე 2 დღით ადრე ჩამოვიდეს. ამ შემთხვევაში კლინიკა რეპროარტის ექიმ რეპროდუქტოლოგსა და პაციენტის ექიმს შორის მუდმივი კავშირია. მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნა და მონიტორინგიც ერთობლივად ხდება.

7

საქართველოში ვიზიტი

მედიკამენტოზური მომზადების შემდეგ საქართველოში თქვენი პირველი IVF ტური  იწყება.

პირველი ვიზიტის მიზნებია:

  • იურიდიული პროცესების მოგვარება
  • კვერცხუჯრედების ასპირაციის პროცედურის ჩატარება
  • მამაკაცის სპერმის ჩაბარება

იურიდიული პროცესების მოგვარება

საქართველოში წყვილის დაყოვნების ხანგრძლივობა დაახლოებით 1-3 სრული სამუშაო დღეა. სწორედ ეს  დროა საჭირო ადმინისტრაციული პროცედურების მოსაგვარებლად.  IVF Tours Georgia -ს  საერთაშორისო პაციენტების კოორდინატორები თითოეულ ეტაპზე დაგეხმარებიან და იზრუნებენ, რომ სუროგაციის პროგრამის იურიდიული პროცედურა სწრაფად და ეფექტურად მოგვარდეს.

  • წყვილი ან წყვილის მინდობილი პირი საქართველოში უნდა ჩამოვიდეს და IVF Tours Georgia -ს მომსახურების ხელშეკრულებაზე ხელი მოაწეროს
  • სუროგატსა და წყვილს (ან მინდობილ პირს) შორის კონტრაქტი ნოტარიალურად ფორმდება
  • პარალელურად, სამედიცინო მომსახურებაზე კონტრაქტი ფორმდება კლინიკა რეპროატთან

8

მომავალი დედის კვერცხუჯრედების ასპირაციის პროცედურის ჩატარება

როდესაც საკვერცხეებში ფოლიკულები საჭირო ზომას აღწევს, მომავალ დედას ფოლიკულების ასპირაცია უტარდება. ფოლიკულების ასპირაციის პროცედურის ხანგრძლივობა სულ 15-30 წუთია. ქალი რამდენიმე საათი მოსვენებულ მდგომარეობაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ხოლო შემდეგ სახლში მიდის და ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმს უბრუნდება. საკონტროლო ულტრაბგერით კვლევაზე მომავალი დედა 1 კვირაში მოდის და მის ჯანმრთელობას ექიმი ამოწმებს.

9

ემბრიონის გადატანა სუროგატის საშვილოსნოში

ემბრიონის გადატანის დღეს წყვილს შეუძლია საკუთარ ქვეყანაში იყოს, რადგან პროცედურა რეპროარტის კლინიკაში სუროგატ დედას უტარდება.  ემბრიონის გადატანის მიმდინარეობაზე წყვილს ინფორმაცია IVF Tours Georgia -ს საერთაშორისო პაციენტების კოორდინატორისგან უწყვეტად მიეწოდება.

სუროგატი დედის საშვილოსნოს ღრუში საუკეთესო ემბრიონის გადატანა წვრილი კათეტერით,   განაყოფიერებიდან 3-5 დღეში, ექო-მონიტორინგის ქვეშ ხდება. პროცედურა უმტკივნეულოა და სულ რამდენიმე წუთს გრძელდება.

წარმატებული ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ემბრიონები ლაბორატორიაში 2-5 დღე, ზოგჯერ – 6 დღემდე რჩება. მე-5 დღის ემბრიონი ბლასტოცისტად ყალიბდება. ემბრიონის ბლასტოცისტამდე განვითარება სელექციისა და 1 ან 2 ემბრიონის გადატანის საშუალებას იძლევა. 1-2 ემბრიონის გადატანა მრავალნაყოფიანი ორსულობის თავიდან ასაცილებლად ხდება, რადგან მრავალნაყოფიანი ორსულობა სუროგატის და ნაყოფის ჯანმრთელობას აყენებს ზიანს. დარჩენილი ემბრიონები იყინება და მათი გამოყენება შესაძლებელია მომავალი ორსულობის მისაღებად.

10

წარმატებული ორსულობა

ორსულობის ტესტი ემბრიონის გადატანიდან 9-11 დღეში ტარდება.

11

სუროგატი დედის ჰონორარისა და ცხოვრების ხარჯების ანაზღაურება

ორსულობის დადგომის შემდეგ სუროგატი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და სამედიცინო პროცედურები კლინიკა რეპროარტში, ამერიკული სტანდარტის შესაბამისად მიმდინარეობს. პროცესს კოორდინაციას  IVF Tours Georgia -ს  კოორინდატორების გუნდი უწევს, წყვილს კი სუროგატი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია ყველა ეტაპზე მიეწოდება.

სუროგატი დედის ჰონორარისა და ცხოვრების ხარჯების ანაზღაურება წყვილის მიერ, კონტრაქტში მითითებული გრაფიკის მიხედვით ხდება.

იურიდიული პროცედურების მოგვარების მიზნით, მშობიარობის დღეს წყვილის საქართველოში ყოფნა აუცილებელია.

პროცედურის გამარტივებისა და თანხების დაზოგვის მიზნით, ჩვენ  ალტერნატიულ პროცესს გთავაზობთ!

თუ წყვილი საქართველოში ვიზიტს ვერ ახერხებს, იურიდიული მხარე  მინდობილმა პირმა უნდა მოაგვაროს, რომელიც კონტრაქტებსაც მოაწერს ხელს.

თუ ყველა იურიდიულ პროცედურას მინდობილი პირი აგვარებს და წყვილი  ჩამოსვლას ბავშვის გაჩენამდე არ გეგმავს, საქართველოში  ბიოლოგიური მასალა (გაყინული სპერმა და  დედის კვერცხუჯრედები) უნდა გამოიგზავნოს. წყვილს კი შეუძლია მხოლოდ ბავშვის წასაყვანად ჩამოვიდეს.