რეგულაციები და ფასები

IVF ტურიზმი საქართველოში საკმაოდ განვითარებულია. კანონმდებლობა რეპროდუქციული მედიცინის შესახებ ლიბერალურია: დონაცია და სუროგაცია ნებადართულია, რაც IVF ტურიზმს IVF მოგზაურებისთვის კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის.

სუროგაციის ლიბერალური რეგულაციები საქართველოში

საქართველოს ლიბერალური კანონმდებლობით, ბავშვის მშობლებად წყვილი ითვლება და არა სუროგატი დედა. სუროგატ დედას დაბადებული ბავშვის შვილად ცნობის უფლება არ აქვს. საქართველოს კანონმდებლობით, სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვები მაშინვე მიიღებენ დაბადების მოწმობას, რომელშიც მომავალი მშობლების სახელები იქნება მითითებული.

IVF Tours Georgia -ს პერსონალური მენეჯერები სუროგატსა და პაციენტს, ასევე სუროგატსა და ექიმს შორის შუამავალი რგოლები არიან. ისინი მთლიანი პროცესის კოორდინაციას,  ერთმანეთთან ურთიერთობებისა და ვალდებულებების მენეჯმენტს ახორციელებენ.

დონაციის ლიბერალური რეგულაციები საქართველოში

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონით (მუხლი 143), უნაყოფო წყვილის მკურნალობის მიზნით ხელოვნური განაყოფიერების, კვერცხუჯრედის დონაციისა და სუროგაციის მეთოდების გამოყენება დაშვებულია. საქართველოს კანონმდებლობა წყვილად მხოლოდ ქალსა და მამაკაცს ცნობს.

ხელმისაწვდომი ფასები

საქართველოში ცხოვრების ხარჯები ხელმისაწვდომია. მთლიანი ტურის ღირებულება კი სხვა ქვეყნებთან შედარებით 50-70%-ით დაბალია. სწორედ ამიტომ საქართველო, როგორც IVF ტურისტული მიმართულება, უნაყოფობის სამკურნალოდ საუკეთესო არჩევანია.

იმკურნალე და დაისვენე საქართველოში

დაგეგმე IVF ტური და გაატარე დაუვიწყარი შვებულება უძველესი ისტორიის მქონე, ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაში.

IVF Tours Georgia დაგეხმარებათ როგორც IVF მკურნალობის სრული ციკლის, ისე დასვენების დაგეგმვაში. აღსანიშნავია, რომ საქართველო ტურისტებისთვის ყველა სეზონზე მომხიბვლელია. მისი უნიკალური ბუნების და განვითარებული ინფრასტრუქტურის გამო ზამთრისა და ზაფხულის კურორტები თანაბარად პოპულარულია.

დაგეგმე ტურები სეზონზე

საქართველოს შესახებ

საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს. მას სამხრეთით თურქეთი და სომხეთი, აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, და ჩრდილოეთით – კავკასიონის ქედის გადაღმა რუსეთი ესაზღვრება. საქართველოს დედაქალაქი და ასევე უდიდესი ქალაქი არის თბილისი. საქართველოს მთლიანი ფართობი დაახლოებით 69,700 კვადრატული კილომეტრია.

საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონ ადამიანამდეა. ოფიციალური ენა არის ქართული. საქართველო არის ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა. საქართელოს ოფიციალური ვალუტა არის ლარი (GEL).

საქართველოს კლიმატი,  ქვეყნის მცირე ზომის მიუხედავად,  უკიდურესად მრავალფეროვანია. უმაღლესი მწვერვალი არის შხარა – ზღვის დონიდან 5,068 მ.

საქართველოს ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი, ხაშური, სამტრედია.

ინ ვიტრო განაყოფიერების განვითარება საქართველოში

საქართველოში უშვილობის ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობა ძალიან განვითარებული და, ამავდროულად, ხელმისაწვდომია როგორც ადგილობრივი, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები პაციენტებისთვის. ჩვენ საკუთარ მიღწევებს პარტნიორი კლინიკა რეპროარტის მაგალითზე განვიხილავთ, რომელიც ყველა მნიშვნელოვანი აქტივობის მიხედვით ქვეყანაში ინოვატორია.


რეპროარტის გუნდის წევრებმა საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს:

  • 2004  წელი – ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციის (ICSI – Intracytoplasmic Sperm Injection) გამოყენების შედეგად პირველი ბავშვი დაიბადა
  • 2007  წელი – გაყინული ემბრიონის გადატანის შედეგად პირველი ბავშვი დაიბადა
  • 2007  წელი – სუროგაციის პროგრამის გამოყენებით პირველი ბავშვი გაჩნდა
  • 2007 წელი – პირველი ორსულობა მამაკაცის მიკროქირურგიული ოპერაციის შედეგად მიღებული სპერმის გამოყენებით
  • 2015  წელი – ბლასტოცისტის კულტივირების შედეგად პირველი ბავშვი დაიბადა
  • 2016  წელი – პირველი ორსულობა პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი/დიაგნოსტიკის (PGS/PGD) შემდეგ

მკურნალობა ამერიკული სტანდარტებით

უშვილობა დაავადების დიაგნოზია და, თუ პაციენტი შესაბამის დაწესებულებას მიმართავს, მისი განკურნება შესაძლებელია. მთავარია, უშვილობის მიზეზი დადგინდეს და სწორი მკურნალობა დაინიშნოს. კლინიკაში ინ ვიტრო განაყოფირებით მკურნალობა ამერიკული სტანდარტების მიხედვით  ხორციელდება:

  • პრევენციული ღონისძიებები
  • პაციენტის მართვა
  • მუშაობის სქემა
  • სამედიცინო პროცედურები
  • შიდა პროცესების მენეჯმენტი
  • სამედიცინო ტექნიკა
  • ხარისხის კონტროლი

ტექნოლოგიური განვითარება

კლინიკა რეპროარტი  აღჭურვილი არის ევროპული და ამერიკული მწარმოებელი კომპანიების უახლესი, ულტრათანამედროვე აპარატურით. რეპროარტის დიაგნოსტიკური ბაზა უზრუნველყოფს გინეკოლოგიური და ანდროლოგიური პაციენტების, უშვილო წყვილების კომპლექსურ გამოკვლევას.


რეპროარტში ლაბორატორიული გამოკვლევების სრული სპექტრი ტარდება. მათ შორის, როგორც სისხლის საერთო და ბიოქიმიური, ისე ჰორმონალური ანალიზები. დიაგნოსტიკური ლაბორატორია ავტომატური ანალიზატორებითაა აღჭურვილი, რაც მიღებული შედეგების სიზუსტეს უზრუნველყოფს.


კლინიკაში ციტოგენეტიკის ლაბორატორიაც ფუნქციონირებს, სადაც ქრომოსომული გამოკვლევები ტარდება.


რეპროარტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხის ყოველდღიურ კონტროლს,  ლაბორატორიული ტექნიკის მუდმივ, სპეციალური თანამედროვე აპარატურით მონიტორინგს, მეთოდოლოგიის თანხვედრას მკურნალობის იმ სქემებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის ამერიკელ წევრთან ერთად მუშავდება.


კლინიკა რეპროარტში ნაყოფის ინფექციური დაავადებების პრევენცია (დაცვა) ორსულობის დაგეგმვამდე თანამედროვე ვაქცინებით მიმდინარეობს.


კლინიკაში პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი (PGS) და დიაგნოსტიკა (PGD) დაინერგა. გენეტიკური კონსულტირება ტელემედიცინის მეთოდით ხორციელდება, მასალის გამოკვლევა კი წამყვან ამერიკულ და ბრიტანულ ლაბორატორიებთან თანამშრომლობით ხდება.


 ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვა

რეპროარტი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (ART – Assisted Reproductive Technologies) სფეროში ახალ ტექნოლოგიებსა და მეთოდებს რეგიონის მასშტაბით ნერგავს.

კლინიკაში ცოდნის განახლების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი სამეცნიერო და კლინიკური კვლევები ტარდება, თანამშრომლები სემინარებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში მონაწილეობენ, რათა მათთვის უახლესი, თანამედროვე სამეცნიერო მიღწევები იყოს ხელმისაწვდომი. რეპროარტის მონაცემები სხვადასხვა საერთაშორისო კონგრესზე, მათ შორის, ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაციის (ESHRE), აშშ-ს რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის (ASRM), ანდროლოგების საერთაშორისო ასოციაციისა (ISA) და სხვა მრავალი პროფესიული გაერთიანების კონფერენციებზეა წარდგენილი.