გახდი სუროგატი დედა

მადლობა, რომ გამოხატეთ ინტერესი გახდეთ სუროგატი დედა!

თქვენი დახმარებით, კიდევ ერთი ოჯახი გაბედნიერდება! იყო სუროგატი დედა ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და კეთილშობილება. შენ შეგიძლია აჩუქო თითოეულ უშვილო ოჯახს შვილის ყოლის რეალური შანსი.

თქვენი აპლიკაციის  სწრაფად დამუშავების მიზნით, ჩვენ მოსახერხებელი და დაცული ელექტრონული განაცხადი შევქმენით, რომელსაც დაინტერესებული წყვილები მაქსიმალურად ოპერატიულად მოიძიებენ ჩვენს ბაზაში.

სუროგატი დედის დამტკიცების პროცესი

თუ გსურთ სუროგატი დედა გახდეთ, აპლიკაციის შევსებამდე გაეცანით სუროგაციის პროგრამას, რომელიც ჩვენთან მოქმედებს, ასევე, სუროგაციის პროცესსა და ხშირად დასმულ შეკითხვებს.

სუროგატი დედის შერჩევის პროცესი რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება:

  • დაინტერესებული/პოტენციური სუროგატის მიერ აპლიკაციის შევსება
  • IVF Tours Georgia – ს გუნდის მიერ აპლიკაციის განხილვა (2 სამუშაო დღეში)
  • პირდაპირი ინტერვიუ სუროგატების კოორდინატორთან (5 სამუშაო დღეში)
  • რეპროარტის ექიმთან ვიზიტი ექოსკოპიური კვლევის ჩასატარებლად და  მომავალი პოტენციური სუროგატი დედის  საშვილოსნოს შესაფასებლად  (1 სამუშაო დღე).

ზემოთ აღნიშნული ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ შესახებ ინფორმაცია სუროგატი დედების ბაზაში განთავსდება და დაინტერესებული წყვილებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.  დაინტერესებული წყვილის მიერ სუროგატი დედის შერჩევის შემდეგ სუროგაციის პროცესის დასაწყებად IVF Tours Georgia -ს სუროგატებისა და დონორების კოორდინატორები დაგიკავშირდებიან.

გისურვებთ წარმატებებს!

რეპროარტი

ამერიკული სტანდარტებით სუროგატი დედის ჯანმრთელობაზე ზრუნვა

სად ვიმშობიარებ?

მშობიარობისთვის კლინიკას და მეანს არჩევს წყვილი რეპროარტის ექიმ-რეპროდუქტოლოგის რეკომენდაციით – IVF TOURS GEORGIA