ჩვენ შესახებ

IVF TOURS GEORGIA სამედიცინო ტურიზმის ორგანიზაციაა, რომელიც კოორდინირებას უწევს საქართველოში უშვილო წყვილების მოგზაურობას და ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობას

სუროგატების და დონორების ბაზა

IVF Tours Georgia-ს სუროგატების და დონორების მრავალფეროვანი ბაზა აქვს, რაც წყვილს საშუალებას აძლევს აირჩიოს დონორი ან სუროგატი დედა, რომელიც მათ მოთხოვნებს ყველაზე მეტად დააკმაყოფილებს. ბაზაში შესასვლელად დაინტერესებულმა პირმა უნდა შეავსოს აპლიკაცია და გამოაგზავნოს ელ-ფოსტაზე info@ivftoursgeorgia.com

24/7 პაციენტის მართვა

კომუნიკაციის გამარტივების მიზნით, IVF Tours Georgia-ში  სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე პერსონალური მენეჯერების გუნდი მუშაობს, რაც უცხოელი პაციენტებისთვის დამატებით კომფორტს ქმნის. თითოეულ პაციენტს საკუთარი პერსონალური მენეჯერი ჰყავს, რომელიც საქართველოში IVF ტურს მასთან ერთად გეგმავს. პერსონალური მენეჯერი, ყველა ეტაპზე, 24/7 რეჟიმში პაციენტის გვერდითაა.

ხელმისაწვდომი მკურნალობა

IVF ტურისტებისთვის ფასი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ხარჯების ოპტიმიზაციაზე მუდმივად ვმუშაობთ და, ჩვენი სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, მომსახურების მრავალფეროვან პაკეტებს  გთავაზობთ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ცხოვრების ხარჯები ხელმისაწვდომია, მთლიანი ტურის ღირებულება კი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, 50-70%-ით ნაკლებია. სწორედ ამიტომ, საქართველო, როგორც IVF ტურისტული მიმართულება, უნაყოფობის სამკურნალოდ საუკეთესო არჩევანია.

უახლესი მეთოდები

IVF Tours Georgia-ს პარტნიორი ქართულ-ამერიკული რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტია, რომელიც ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. რეპროარტის ძირითადი საქმიანობა  ყველა ტიპის უშვილობის კვლევასა და მკურნალობას მოიცავს, რომელთა შორის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება   ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობაა. კლინიკა რეპროარტის შედეგები ამერიკის და ევროპის წარმატებული კლინიკების რეზულტატებს უტოლდება.

24/7 მუდმივი კავშირი ყველა ეტაპზე

ჩვენი პერსონალური მენეჯერები პაციენტის ნდობით აღჭურვილი პირები არიან,
რომლებიც მათ ყველა ინტერესს იცავენ და საქართველოში IVF 
მკურნალობისა და ვიზიტის
სრული ციკლის დროულად, წარმატებულად და ეკონომიურად წარმართვაში ეხმარებიან

საკონტაქტო ინფო

თარხნიშვილის ქ # 23 თბილისი,საქართველო.

+995 591 900 385

დაგვიკავშირდით