20.05.2017
მე ერთხელ უკვე დავეხმარე წყვილს და დღეს უკვე მათ ჯანმრთელი შვილი ყავთ, მზად ვარ კიდევ დავეხმარო უშვილო წყვილებს ოცნების ასრულებაში –კვერცხუჯრედის დონორი
12.03.2017
მე უკვე ორჯერ ვიყავი დონორი და ძალიან კმაყოფილი ვარ, ექიმებიც და კოორდინატორებიც ძალიან ყურადღებიანები არიან – კვერცხუჯრედის დონორი
06.02.2017
ძალიან მაგარი კლინიკაა, ძალიან მაღალი დონის ექიმებით <3 – კვერცხუჯრედის დონორი
21.01.2017
პირველად ჩავერთე კვერცუჯრედის დონორის პროგრამაში, კოლექტივი ძლიან მეგობრულია, დეტალურად გიხსნიან პროგრამის ყოველ ნაბიჯს, შეგრძნება გაქვს რომ გვერდით საუკეთესო მეგობარი გყავს, რომელიც ყველაფერში გეხმარება – კვერცხუჯრედის დონორი
14.11.2016
რეკომენდაციას ვუწევ დონაციის პროგრამას, დავრწმუნდი რომ პროცედურა სრულიად უსაფრთხოა და რაც მთავარია მოკლე ვადაში, არჩევიდან მაქსიმუმ 5 თვეში პროგრამა დასრულებულია – კვერცხუჯრედის დონორი
09.11.2016
კომპენსაცია ასპირაციის დღესვე გადმომცეს, რაც ძალიან კომფორტულია- კვერცხუჯრედის დონორი
22.10.2016
ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც აცნობიერებ რომ ადამიანებს დაეხმარე შვილის ყოლაში, ეს ხომ უდიდესი ბედნიერებაა – კვერცხუჯრედის დონორი
03.08.2016
დონაციის პროგრამაში ჩართვა ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიძიე სანამ თქვენამდე მოვიდოდი და პროგრამის დასაწყისშივე მივხვდი, რომ ნამდვილად არ შევმცდარვარ. დიდი მადლობა გაწეული სამუშაოსთვის, სიამოვნებით კიდევ ვითანამშრომლებ თქვენთან – კვერცხუჯრედის დონორი
17.08.2016
2016 წელს გადავწყვიტე გავმხდარიყავი სუროგატი დედა, გადაწყვეტილება ოჯახმა ერთობლივად მივიღეთ. 9 თვის შემდეგ დაიბადა ჯანმრთელი და ძალიან საყვარელი „დანიელი“, უფლის მადლობელი ვარ რომ მომეცა შანსი მსგავსი ბედნიერება მიმენიჭებინა ადამიანებისთვის რომლებიც შვილის ყოლაზე ოცნებობდნენ – სუროგატი დედა
25.08.2016
ორჯერ დავასრულე წარმატებით სუროგაციის პროგრამა თქვენთან! ეს ის ადგილია, სადაც თავს დაცულად გრძნობ. კოორდინატორებთან კომუნიკაცია მარტივია, ძალიან ყურადღებიანები და მზრუნველები არიან, შენს გვერდით არიან 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე – სუროგატი დედა
19.07.2016
ეს ორმხრივი თანადგომაა, წყვილი ეხმარება შენს ოჯახს გაძლიერებაში, შენ კი ეხმარები მათ ოჯახს გამრავლებაში – სუროგატი დედა
08.07.2016
სუროგაცია გადავწყვიტე ფინანსური პრობლემების გამო, პროგრამის დაწყებისთანავე შვება ვიგრძები, ანაზღაურება მაღალია, ყოველთვის დროულად იღებ გასამრჯელოს და რაც მთავარია სანდო ხელში ხარ – სუროგატი დედა
30.06.2016
სააგენტოში მისვლის დღესვე კოორდინატორებმა დეტალურად ამიხსნეს ჩემი უფლებები და მოვალეობები, ხელშეკრულებაში დეტალურად გაწერეს ფინანსური საკითხები და მთელი პროგრამაც ხელშეკრულების თანახმად წარიმართა – სუროგატი დედა
15.06.2016
არ დამავიწყდება წყვილის სახეები, როდესაც პირველად ნახეს საკუთარი შვილი, მხოლოდ ამად ღირს გახდე სუროგატი დედა – სუროგატი დედა
18.05.2016
დავასრულე პროგრამა და დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის, მხოლოდ ერთი შენიშვნა მექნება და იქნებ სამომავლოდ გაითვალისწინოთ – ორსულებს გვიჭირს ლოდინი სანამ ექიმი გაგვსინჯავს და იქნებ შეამციროთ ლოდინის დრო – სუროგატი დედა
22.04.2016
ძალიან კარგი მომსახურება გაქვთ, თუმცა კარგი იქნება თუ ანაზღაურება კიდევ გაიზრდება – სუროგატი დედა
13.03.2016
მადლობა სააგენტოს გუნდს 9 თვიანი პატრონობისთვის, პროგრამა წარმატებით დავასრულე, ერთადერთი თხოვნა მაქვს რასაც იმედია სამომავლოდ გაითვალისწინებთ, კარგი იქნება თუ წყვილი უფრო ხშირად ინახულებს სუროგატ დედას, ჩემს შემთხვევაში ეს მხოლოდ 2 ჯერ მოხდა, ორსულობის მეხუთე თვეში და მშობიარობის დღეს- სუროგატი დედა