მალე ამირჩევენ დონორად?
დონორის შერჩევის პროცესი შედგება რამოდენიმე ნაბიჯისგან
- დაინტერესებული/პოტენციური დონორის მიერ აპლიკაციის შევსება
- IVF Tours Georgia გუნდის მიერ აპლიკაციის განხილვა და დამტკიცება (2 სამუშაო დღეში)
- პირდაპირი ინტერვიუ დონორების კოორდინატორთან (5 სამუშაო დღეში)
- რეპროარტის ექიმთან ვიზიტი ექოსკოპიური კვლევისთვის რათა შეფასდეს მომავალი, პოტენციური დონორის ფოლიკულური აპარატი (1 სამუშაო დღე)
როდის დაიწყება პროცედურა?
პროცედურა დაიწყება მას შემდეგ რაც დაინტერესებული წყვილი დონორს შეარჩევს.
თქვენ შესახებ ინფორმაცია კვერცხუჯრედის დონორების ბაზაში განთავსდება და დაინტერესებული წყვილებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. დაინტერესებული წყვილის მიერ დონორის შერჩევის შემდეგ კვერცხუჯრედის დონორის პროგრამის დასაწყებად IVF Tours Georgia -ს დონორების კოორდინატორები დაგიკავშირდებიან.
სადაურია წყვილი?
კვერცხუჯრედის დონორსა და წყვილს შორის ურთიერთობა და ინფორმაციის მიმოცვლა არ ხდება. პროცესი სრულად კონფიდენციალურია და შუამავალი რგოლის, IVF Tours Georgia გუნდის საშუალებით ხდება მათ შორის კომუნიკაციის მართვა. ამიტომ, წყვილის ვინაობის და წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია დონორისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
როდის მოხდება კომპენსაციის მიღება?
კვერცხუჯრედის დონორის კომპენსაცია
კვერცხუჯრედის დონორის კომპენსაცია მერყეობს 1000-1500$ – მდე. დონორის შერჩევის შემდეგ იწყება დონაციის პროგრამის მიმდინარეობა და საჭირო ანალიზების და პროცედურების გავლის შემდეგ ინიშნება კვერცხუჯრედების ასპირაციის ანუ ამოღების დღე. დონორს თანხა გადაეცემა ასპირაციის დღესვე ან ასპირაციიდან 2-3 სამუშაო დღეში.
რა პროცედურებისგან შედგება კვერცხუჯრედის დონაცია?
წყვილის მიერ კვერცხუჯრედის დონორის შერჩევის შემდეგ, დონორს უტარდება დეტალური სამედიცინო გამოკვლევები კლინიკა რეპროარტში შიდა სამედიცინო სტანდარტის მიხედვით. პროცესს ხელმძღვანელობს კლინიკა რეპროარტის ექიმი-რეპროდუქტოლოგი.
დონაციის პროგრამის მიმდინარეობისას დონორისა და მომავალი დედის მენსტრუალური ციკლების სინქრონიზაცია ხდება, იმისათვის რომ ემბრიონის გადატანა მომავალი მშობლის საშვილოსნოში სათანადოდ მომზადებული ენდომეტრიუმის ფონზე განხორციელდეს.
ქალს ერთი ციკლის განმავლობაში ბუნებრივად ერთი კვერცხუჯრედი უმწიფდება, თუმცა უახლესი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით (ART- Assisted Reproductive Technologies) ეფექტური მკურნალობისთვის მრავალი კვერცხუჯრედის მიღებაა სასურველი. მრავალი კვერცხუჯრედის მიღება კი იმ უახლესი ჰორმონალური პრეპარატების (გონადოტროპინები) გამოყენებითაა შესაძლებელი, რომლებიც საკვერცხის მედიკამენტოზურ სტიმულაციას განაპირობებენ. საკვერცხის მედიკამენტოზურ სტიმულაციას ასევე „საკვერცხის კონტროლირებადი სტიმულაცია“ (COS – Controlled Ovarian Stimulation) ეწოდება.
მედიკამენტების მიღება 7-13 დღის განმავლობაში ხდება. მათი დოზა და ზუსტი ხანგრძლივობა კი დამოკიდებულია დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასაკზე, წონაზე და ა.შ. ფოლიკულების ზრდის მონიტორინგი ულტრაბგერითი კვლევითა და ლაბორატორიული ტესტებით ხორციელდება.
ფოლიკულების ამოღების თარიღი (დღე) მათი ზომების მიხედვით, ექიმის გადაწყვეტილებით ინიშნება. დონორი, ოვულაციის ინიცირებისთვის (trigger) მედიკამენტს იღებს, კვერცხუჯრედის ამოღება კი ბოლო ინექციიდან 34 – 36 საათის შუალედში ხდება.
პროცედურა მტკივნეულია?
ფოლიკულების ასპირაციის პროცედურის ხანგრძლივობა სულ 15-30 წუთია. ქალის დაძინება ინტრავენური ანესთეზიით ხდება შესაბამისად, კვერცხუჯრედის ასპირაციის პროცედურა უმტკივნეულო და უსაფრთხოა. ქალი რამდენიმე საათი მოსვენებულ მდგომარეობაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ხოლო შემდეგ სახლში მიდის და ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმს უბრუნდება.
პროცედურა უსაფრთხოა?
კვერცხუჯრედის აპირაცია
როდესაც საკვერცხეებში ფოლიკულები საჭირო ზომას აღწევს, კვერცხუჯრედის დონორს ფოლიკულების ასპირაცია უტარდება. ასპირაცია მისთვის საკმაოდ მარტივად მიმდინარეობს, პროცედურა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ფოლიკულების აპირაციის პროცედურის ხანგრძლივობა სულ 15-30 წუთია. ინტრავენური ანესთეზიის ქვეშ ხდება ქალის დაძინება, შესაბამისად კვერცხუჯრედის ასპირაციის პროცედურა უმტკივნეულო და უსაფრთხოა. მოსვენებულ მდგომარეობაში ქალი არის რამოდენიმე საათი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო შემდეგ მიდის სახლში და უბრუნდება ყოველდღიურ ცხოვრებას. საკონტროლო ულტრაბგერით კვლევაზე დონორი მოდის ექიმთან 1 კვირაში და ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება.
რეპროარტის ლაბორატორიული აღჭურვილობა, ამერიკული სტანდარტები და კარგად დახელოვნებული პერსონალი კვერცხუჯრედის დონაციის პროცესში დონორებისა და წყვილების უსაფრთხო მკუნალობას უზრუნველყოფს. კლინიკაში დანერგილი პრევენციული პროგრამები და მკურნალობის სტანდარტები გამორიცხავს დონორის ან მომავალი დედის ჯანმრთელობის ისეთ მდგომარეობას, რომლის დროსაც მედიკამენტები ქალის ჯანმრთელობას გააუარესებს ან დააზიანებს. გართულებების გამორიცხვის მიზნით რეპროარტში სრულფასოვანი გამოკვლევები ტარდება.
არჩევიდან რამდენი ხანი სჭირდება პროცედურის დასრულებას?
როდესაც წყვილი ირჩევს დონორს, იწყება მისი საკვერცხეების სტიმულაციის პროცესი კვერცხუჯრედების ასპირაციისთვის (ამოღებისთვის). ასპირაციამდე დონორს სხვადასხვა სპეციალისტები სინჯავენ: თერაპევტი, მამოლოგი, კარდიოლოგი, ანესთეზიოლოგი და ა.შ ყველა ანალიზისა და პროცედურის დასრულების შემდეგ ინიშნება ასპირაციის თარიღი. საშუალოდ ამ პროცედურებს დონორის არჩევიდან 1,5-2 თვე სჭირდება.
ხშირად მომიწევს ექიმთან ვიზიტი?
პროგრამის დასაწყისში დონორს კლინიკაში მოსვლა უწევს ანალიზების ჩასაბარებლად და სხვადასხვა სპეციალისტებთან ვიზიტისთვის (თერაპევტი, მამოლოგი, კარდიოლოგი, ანესთეზიოლოგი და ა.შ). მომზადების დაწყებიდან ასპირაციის დღემდე ვიზიტების რაოდენობა 3-4-ია.
დონაციის შემდეგ შევძლებ ისევ გავაჩინო ჩემი საკუთარი შვილი?
გამომდინარე იქედან, რომ პროცედურა სრულიად უსაფრთხოა და ყველა ნაბიჯი პროგრამის დაწყებიდან დამთავრებამდე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ხდება, ცხადია პროგრამის განხორციელება არ მოახდენს ზეგავლენას თქვენს რეპროდუციულ ჯანმრთელობაზე.
რა შემთხვევაში შეიძლება ვერ მივიღო კომპენსაცია?
თუ კვერცხუჯრედის დონორმა ჩაიტარა ყველა გამოკვლევა და ანალიზი, დაიწყო სტიმულაციის პროცესი და ექიმის დასკვნის საფუძველზე გადაწყდა, რომ დონორის საკვერცხეები არ ექვემდებარება სტიმულაციას, ექიმი წყვეტს პროცედურას, ასპირაცია აღარ მოხდება და შესაბამისად დონორი ვერ მიიღებს ანაზღაურებას. ასევე, თუ დონორი დათანხმდება დონაციის პროგრამაში მონაწილეობას და დაიწყებს ანალიზებისა და გამოკვლევების ჩატარებას, ხოლო შუა პროგრამის მიმდინარეობისას დაარღვევს კონრაქტის პირობებს და შეწყვეტს პროგრამას, იგი ვერ მიიღებს ანაზღაურებას და ამავდროულად დაეკისრება ზარალის ანაზრაურება და ჯარიმის გადახდა ფულადი სახით.
თანხა ანგარიშზე ჩამერიცხება თუ ხელზე გადმომცემენ?
დონორის კომპენსაციის მიღება ხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით. პროგრამის მენეჯერი ამ საკითხზე უთანხმდება პოტენციურ დონორს პროგრამის დაწყებამდე. თანხა შესაძლოა ჩაირიცხოს ანგარიშზე ან შესაძლოა გადაეცეს დონორს ხელზე, ხელწერილის საფუძველზე.
რამდენ კვერცხუჯრედს ამოიღებენ?
კვერცხუჯრედების სტიმულაციის შემდეგ ინიშნება ასპირაციის დღე, ასპირაციისას ექიმი ამოიღებს იმდენ კვერცხუჯრედს, რამდენი კვერცხუჯრედის მომწიფებაც მოხდება. შესაბამისად კონკრეტული რაოდენობა განსაზღვრული არ არის.
წყვილმა ჩემი სახელი და გვარი იცის?
დონორის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, ისევე როგორც პოტენციური მშობლების შესახებ ინფორმაცია. კვერცხუჯრედის დონორს წყვილი ირჩევს მხოლოდ კითხვარისა და ფოტოების მიხედვით. წყვილისთვის განკუთვნილ კითხვარში არ არის მითითებული დონორის სახელი და გვარი, აქედან გამომდინარე წყვილმა არ იცის მისი პირადი მონაცემები, ისევე როგორც დონორმა არ იცის წყვილის ვინაობა.
არჩევის შემთხვევაში სად უნდა ვიარო ექიმთან?
ჩვენი სააგენტო თანამშრომლობს ქართულ-ამერიკულ რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტთან. ყოველი პროცედურა, რაც საჭიროა დონაციის პროგრამის განსახორციელებლად ჩატარდება კლინიკა რეპროარტში.
სუროგატი დედის ხშირად დასმული შეკითხვები
როგორ ხდება სუროგატი დედის არჩევა?
სუროგატი დედის შერჩევის პროცესი რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება:
- დაინტერესებული/პოტენციური სუროგატის მიერ აპლიკაციის შევსება
- IVF Tours Georgia – ს გუნდის მიერ აპლიკაციის განხილვა (2 სამუშაო დღეში)
- პირდაპირი ინტერვიუ სუროგატების კოორდინატორთან (5 სამუშაო დღეში)
- რეპროარტის ექიმთან ვიზიტი ექოსკოპიური კვლევის ჩასატარებლად და მომავალი პოტენციური სუროგატი დედის საშვილოსნოს შესაფასებლად (1 სამუშაო დღე).
ზემოთ აღნიშნული ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ შესახებ ინფორმაცია სუროგატი დედების ბაზაში გაერთიანდება და დაინტერესებული წყვილებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. დაინტერესებული წყვილის მიერ სუროგატი დედის შერჩევის შემდეგ სუროგაციის პროცესის დასაწყებად IVF Tours Georgia -ს სუროგატებისა და დონორების კოორდინატორები დაგიკავშირდებიან.
სად ვიმშობიარებ?
სამშობიარო კლინიკას და მეანს არჩევს წყვილი რეპროარტის ექიმ-რეპროდუქტოლოგის რეკომენდაციით.
შეიძლება თუ არა, რომ საზღვარგარეთ წავიდე სამშობიაროდ?
პროგრამის დაწყებამდე წყვილი და სუროგატი დედა წინასწარ თანხმდებიან მსგავს დეტალებზე. თუ ორივე მხარის ინტერესებში იქნება საზღვარგარეთ მშობიარობა, ცხადია ეს შესაძლებელია.
აქვს წყვილს უფლება ინახულოს სუროგატი ორსულობის პერიოდში?
ხელშაკრულების თანახმად, რომელიც ემბრიონის გადატანამდე ნოტარიუსთან მოწმდება, წყვილს უფლება აქვს ესტუმროს სუროგატ დედას, მოინახულოს ის და ასევე, ნახოს თუ რა პირობებში უწევს მას ცხოვრება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს მათი უფლებაა და არა ვალდებულება.
სად უნდა ვიარო ექიმთან ორსულობისას?
ჩვენი სააგენტო თანამშრომლობს ქართულ-ამერიკულ რეპროდუქციულ კლინიკა რეპროარტთან. სუროგატი დედა პროგრამის დაწყებიდან 35 კვირის ორსულობამდე ვიზიტებზე და კონსულტაციებზე დადის კლინიკა რეპროარტში. საჭიროების შემთხვევაში, მისმა პირადმა ექიმმა, შესაძლოა, ის გაგზავნოს სხვა სამედიცინო დაწესებულებაშიც. 35 კვირის შემდეგ, სუროგატი დედა გადამისამრთდება მეან-გინეკოლოგთან, ანუ ექიმთან ვინც მას ამშობიარებს. მეანს და სამშობიარო სახლს არჩევს წყვილი, კლინიკა რეპროარტის ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე.
როგორ მივიღებ ყოველთვიურ ანაზღაურებას?
ანალიზის საფუძველზე ორსულობის დადგენის შემდეგ, დაინიშნება პირველი ექოსკოპიის თარიღი. ნოტარიული ხელშეკრულების თანახმად, ამ თარიღიდან დაწყებული, ყოველი თვის ერთსა და იმავე რიცხვში, სუროგატი დედა მის მიერ მითითებულ ანგარიშის ნომერზე მიიღებს კუთვნილ ანაზღაურებას.
როდის ჩამერიცხება ანაზღაურება?
გარდა ყოველთვიური ანაზღაურებისა, რომელსაც სუროგატი დედა იღებს თვეში ერთხელ, საბოლოო ანაზღაურება გადმოირიცხება სუროგატი დედის ანგარიშზე ბავშვის გაჩენის დღესვე. საერთაშორისო გადმორიცხვის შემთხვევაში, შესაძლებელია, თანხის ასახვას 2 ან 3 სამუშაო დღე დასჭირდეს.
მშობიარობისას ერთკაციან პალატაში ვიქნები?
გამომდინარე იქედან, რომ კონფიდენციალურობა მკაცრად უნდა იყოს დაცული, სუროგატი დედა განთავსდება ერთკაციან პალატაში და მას სხვა მელოგინეებთან კონტაქტი არ ექნება.
ვის უნდა დავუკავშირდე თუ მუცელი ამტკივდება?
ორსულობის დაწყებიდან 35 კვირის ჩათვლით, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, სუროგატი უკავშირდება პროგრამის მენეჯერს (სააგენტოს წარმომადგენელს) და კლინიკა რეპროარტის ექიმს. 35 კვირის შემდეგ უკავშირდება პროგრამის მენეჯერს და სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგს.
მე წამლების ყიდვა ჩემი ხარჯით მომიწევს?
ორსულობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს ანაზღაურებს წყვილი.
თუ წყვილმა შვილის წაყვანა არ მოინდომა ბავშვი ჩემთან რჩება?
მსგავსი შემთხვევა ჩვენს პრაქტიკაში არ ყოფილა. თუმცა, თუ განვიხილავთ, რომ შესაძლოა მსგავსი ფაქტი მოხდეს, დაბადებული ბავშვი არავითარ შემთხვევაში არ გადაეცემა სუროგატ დედას. მას სახელმწიფო სპეციალურ სოციალურ ბავშთა სახლში განათავსებს.
თუ ტყუპებს გავაჩენ რამდენია დამატებითი კომპენსაცია?
ტყუპი ნაყოფის გაჩენის შემთხვევაში დამატებითი კომპენსაციაა 1000$.
ბავშვი ძუძუთი სუროგატმა უნდა კვებოს?
დაბადებისთანავე ბავშვი გადაყავთ ხელოვნურ კვებაზე, სუროგატს ბავშვის გაჩენის შემდეგ ეკრძალება მასთან ნებისმიერი სახის კონტაქტი, მათ შორის ძუძუთი კვებაც.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სუროგატი დედა?
სუროგატი დედობის მსურველი პირი უნდა იყოს სრულწლოვანი, 18-დან 35 წლამდე ქალი, რომელსაც ყავს საკუთარი ბიოლოგიური შვილი.
მომავალი მშობლების ხშირად დასმული შეკითხვები
როგორ ხდება სუროგატი დედის შერჩევა?
თუ ექიმი-რეპროდუქტოლოგი წყვილს მისცემს რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც მათ შვილი კვერცხუჯრედის დონორის გამოყენებით უნდა იყოლიონ, წყვილი IVF Tours Georgia-ს პერსონალურ მენეჯერებთან ერთად კვერცხუჯრედის დონორს IVF Tours Georgia-ს ბაზიდან არჩევს.
შეავსე განაცხადი და გამოგვიგზავნე, რომ მიიღო სპეციალური კოდი დონორებისა და სუროგატების ბაზის სანახავად.
შეგვიძლია თუ არა ორსულობისას კონტაქტი ვიქონიოთ პირდაპირ სუროგატთან?
ეს საკითხი სუროგატი დედის აყვანამდე შეთანხმდება ორივე მხარესთან, ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში აღნიშნული პუნქტი გათვალისწინებული იქნება ნოტარიულ ხელშეკრულებაში, რომელსაც წყვილი და სურიგატი დედა აფორმებენ პროგრამის დაწყებამდე.
როგორ უნდა გადავუხადოთ კომპენსაცია სუროგატს?
კომპენსაციის გადახდა ხდება თანხის გადარიცხვით სუროგატის მითითებულ ანგარიშზე, შეთანხმების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ნაღდი ანგარიშსწორება ხელწერილის საფუძველზეც.
აქვს თუ არა უფლება სუროგატ დედას ბავშვის გაჩენის შემდეგ კონტაქტი დაამყაროს ახალშობილთან?
ბავშვის გაჩენის შემდეგ სუროგატ დედას ახალშობილთან ყველანაირი სახის კონტაქტი ეკრძალება, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც წყვილი ამის წინააღმდეგი არ არის.
ვინ უზრუნველყოფს სუროგატი დედის ინფორმირებას ექიმთან ვიზიტების და მედიკამენტების დროულად მიღების თაობაზე?
სუროგატ დედას ინფორმაციას აწვდის კლინიკა რეპროარტის ექიმი დაგეგმილი ვიზიტებისა და მედიკამენტების მიღების წესის შესახებ, თუმცა წყვილის სურვილის შემთხვევაში (თუ მათ არ აქვთ საშუალება თვითონ აკონტროლონ სუროგატი დედის ორსულობა 9 თვის განმავლობაში) სააგენტო იღებს ვალდებულებას 9 თვის მანძილზე თვალ-ყური ადევნოს სუროგატის ორსულობის მიმდინარეობას, შეახსენოს მას მოსალოდნელი ვიზიტების და ექოსკოპიური გამოკვლევის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციით იზრუნოს მის გადამისამართებაზე სხვადასხვა სპეციალისტებთან.
როგორ შეგვიძლია შევამოწმოთ სუროგატის ცხოვრების წესი ორსულობისას?
პოტენციურ მშობლებს უფლება აქვთ ესტუმრონ სუროგატ დედას და გადაამოწმონ მისი საცხოვრებელი პირობები.
შესაძლებელია არ ვეკონტაქტოთ სუროგატს და ინფორმაცია სააგენტოს საშუალებით მივიღოთ მისი ჯანმრთელობის შესახებ?
პოტენციურ მშობლებს უფლება აქვთ არ დაამყარონ კომუნიკაცია სუროგატ დედასთან და სააგენტოს საშუალებით ადევნონ თვალ-ყური მის ფეხმძიმობის პროცესს.
სად იმშობიარებს სუროგატი დედა?
სამშობიარო სახლს წყვილი ირჩევს მეან- გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე.
აქვთ თუ არა მომავალ მშობლებს მშობიარობაზე დასწრების უფლება?
სურვილის შემთხვევაში მომავალ მშობლებს უფლება აქვთ დაესწრონ მშობიარობას.
აქვთ თუ არა უფლება მომავალ მშობლებს მოითხოვონ საკეისრო კვეთა?
თუ არსებობს მეან-გინეკოლოგის დასკვნა, რომ არ არის სამედიცინო ჩვენება საკეისრო კვეთისთვის, ხოლო მშობლებს სურთ საკეისრო კვეთის ჩატარება, მშობლები უნდა მოელაპარაკონ სუროგატ დედას და თუ ის დათანხმდება, ხელშეკრულების თანახმად წყვილი ვალდებულია მას გადაუხადოს დამატებითი კომპენსაცია.