სუროგაციის პროგრამა - პროცესი

სუროგაციის პროგრამა – პროგრამის დაწყება

მომავალი მშობლებისთვის სუროგატი დედის აყვანა საჭირო ბევრი მიზეზის გამო ხდება. მათ შორის შეიძლება იყოს:

  • საშვილოსნოს არარსებობა განვითარების თანდაყოლილი მანკის გამო და საშვილოსნოს ანატომიური პრობლემები (მათ შორის როკიტანსკის სინდრომი და სხვა);
  • საშვილოსნოს არარსებობა ჰისტერექტომიის, ანუ ოპერაციული გზით საშვილოსნოს ამპუტაციის ან ექსტირპაციის გამო;
  • ისეთი დაავადებები, როდესაც ორსულობის დროს ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების ან სიკვდილის საშიშროება (შაქრიანი დიაბეტი, სისტემური დაავადებები, თირკმლის უკმარისობა, ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ.) იქმნება;
  • წარუმატებელი ქირურგიული ჩარევა (ენდომეტრიუმის ბაზალური და ფუნქციონალური შრის დაზიანება, აშერმანის სინდრომი);
  • მრავლობითი, სხვადასხვა ლოკალიზაციის მიომატოზური კვანძის არსებობა;
  • რამდენიმე წარუმატებელი ინ ვიტრო განაყოფიერების მცდელობა;
  • მრავალჯერადი თვითნებური აბორტი.

უნაყოფო წყვილებისთვის სუროგატი დედის აყვანა ნატვრის ასრულებისა და საკუთარი შვილის გაჩენის შესაძლებლობაა. IVF Tours Georgia-ს გუნდი სუროგატებისა და, საჭიროების შემთხვევაში, კვერცხუჯრედის დონორების შერჩევას, ასევე მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კოორდინაციას პარტნიორ კლინიკა რეპროარტთან ერთად ახორციელებს.

თუ ექიმი რეპროდუქტოლოგის მიერ წყვილისთვის გაცემულია რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც მათ  შვილი სუროგატი დედის დახმარებით უნდა იყოლიონ, წყვილი IVF Tours Georgia-ს პერსონალურ მენეჯერებთან ერთად სუროგატ დედას IVF Tours Georgia-ს ბაზიდან არჩევს.

ბევრი ქალი სუროგატი იმიტომ ხდება, რომ სურს, უშვილო წყვილებს ოცნების ასრულებასა და  შვილის გაჩენაში დაეხმაროს. IVF Tours Georgia-ს გუნდის მიზანი იმ ადამიანების პოვნაა, რომლებიც უშვილო წყვილებს ამ მნიშვნელოვანი ნატვრის ახდენაში  ეხმარებიან.

ჩვენი სუროგატი დედები მზად არიან ნაყოფი მუცლად ატარონ, ფეხმძიმობის პერიოდში მას ხელსაყრელი პირობები შეუქმნან, ექიმის თითოეული მითითება და დანიშნულება სწორად შეასრულონ. ამ პროცესის მართვაში მნიშვნელოვან როლს IVF Tours Georgia-ს პერსონალური მენჯერები ასრულებენ. ისინი ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულების კონტროლს, ექიმთან ვიზიტების კალენდრის შედგენასა და მონიტორინგს, საჭირო მედიკამენტებით მომარაგებასა და 24/7 რეჟიმში მუდმივ საინფორმაციო კავშირს უზრუნველყოფენ.

IVF Tours Georgia-ს გუნდს სუროგატებისა და დონორების საკმაოდ დიდი ბაზა აქვს, რომელიც მუდმივად ახლდება. სუროგატების შემთხვევაში, ბაზაში 20 – 35 წლის ქალები არიან, რომლებსაც ერთი ან რამდენიმე საკუთარი შვილი ჰყავთ.

IVF Tours Georgia-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა წამყვან ქართულ-ამერიკულ კლინიკა რეპროარტთან მჭიდრო თანამშრომლობაა. ეს თანამშრომლობა რეპროარტის სამედიცინო პერსონალისა და IVF Tours Georgia-ს სუროგატების კოორდინატორების თანმიმდევრულ და შეთანხმებულ მუშაობას გულისხმობს. სუროგატზე მზრუნველი გუნდის წევრები სუროგატების კოორდინატორი, რეპროარტის პროფესიონალი სამედიცინო სპეციალისტი და პაციენტებთან ურთიერთობის კოორდინატორი არიან. სწორედ ისინი მართავენ სუროგატის მკურნალობას და იმ ადმინისტრაციულ პროცესებს, რომლებიც კონტრაქტს, ანგარიშსწორებას, სამედიცინო ვიზიტების კალენდრის შედგენას და ა.შ. უკავშირდება.

IVF Tours Georgia-ს პერსონალური მენეჯერების გუნდს ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისმა წევრებმა კარგად იციან, თუ როგორ მართონ პროცესი მომავალი სუროგატი დედის შერჩევიდან ბავშვის გაჩენამდე.

სუროგატ დედას კავშირი IVF Tours Georgia-ს დონორებისა და სუროგატების კოორდინატორთან აქვს. იგი მას აპლიკაციის შევსების პროცესში ეხმარება, აწვდის ინფორმაციას სუროგაციის პროგრამასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის შესახებ და სუროგატად გახდომის პროცესში მაქსიმალურ კომფორტს უქმნის.

სუროგაციის პროგრამა – მომზადება

IVF Tours Georgia -ს კოორდინატორების გუნდი პროგრამის თითქმის ყველა ეტაპზეა ჩართული. მისი წევრები ეხმარებიან წყვილებს სუროგაციის პროგრამის წარმატებით წარმართვასა და მათი ოცნების ასრულებაში: გახდნენ მშობლები და იყოლიონ საკუთარი შვილი.

სუროგატებზე მზრუნველი გუნდი წყვილს ადმინისტრაციული პროცედურების მოგვარებასა და სამედიცინო პროცესების მენეჯმენტში ეხმარება.

IVF Tours Georgia -ს გუნდი საინფორმაციო მხარდაჭერას 24/7 რეჟიმში უზრუნველყოფს და ინფორმაციის მიმოცვლაზე ნებისმიერ დროსაა პასუხისმგებელი.

ქვემოთ ცხრილში წითლად ის ორგანიზაციები ან პირები არიან მონიშნულები, რომლებიც შესაბამის პროცესს მართავენ, ლურჯად კი – პროცესში ჩართული პირები ან/და ორგანიზაციები.

სუროგაციის პროგრამა – პროცედურები

როდესაც  საკვერცხეებში ფოლიკულები საჭირო ზომას აღწევს, მომავალ დედას ფოლიკულების ასპირაცია უტარდება. ასპირაციის შემდეგ ხდება კვერცხუჯრედების განაყოფიერება, შემდგომ კი იგეგმება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის (ემბრიონის) გადატანა სუროგატი დედის საშვილოსნოში.

სუროგატი დედის საშვილონოს ღრუში საუკეთესო ემბრიონის გადატანა წვრილი კათეტერით, განაყოფიერებიდან 3-5 დღეში, ექო-მონიტორინგის ქვეშ ხდება. პროცედურა უმტკივნეულოა და სულ რამდენიმე წუთს გრძელდება.

წარმატებული ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ემბრიონები ლაბორატორიაში 2-5 დღე, ზოგჯერ – 6 დღემდე რჩება. მე-5 დღის ემბრიონი ბლასტოცისტად ყალიბდება. ემბრიონის ბლასტოცისტამდე განვითარება სელექციისა და 1 ან 2 ემბრიონის გადატანის საშუალებას იძლევა. 1-2 ემბრიონის გადატანა მრავალნაყოფიანი ორსულობის თავიდან ასაცილებლად ხდება, რადგან მრავალნაყოფიანი ორსულობა დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას აყენებს ზიანს. დარჩენილი ემბრიონები საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად იყინება.

ორსულობის ტესტი ემბრიონის გადატანიდან 9-11 დღეში ტარდება.

სუროგაციის პროგრამა – ადმინისტრაციული საკითხები

საქართველოს ლიბერალური კანონმდებლობით, ბავშვის მშობლებად წყვილი ითვლება და არა – სუროგატი დედა. სუროგატ დედას დაბადებული ბავშვის შვილად ცნობის უფლება არ აქვს. საქართველოს კანონმდებლობით, სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვები დაბადებიდან შვიდ კალენდარულ დღეში მიიღებენ დაბადების მოწმობას, რომელშიც მომავალი მშობლების სახელები იქნება მითითებული.

IVF Tours Georgia -ს პერსონალური მენეჯერები სუროგატსა და პაციენტს, ასევე, სუროგატსა და ექიმს შორის შუამავალი რგოლები არიან. ისინი მთლიანი პროცესის კოორდინაციას,  ერთმანეთთან ურთიერთობებისა და ვალდებულებების მენეჯმენტს ახორციელებენ.

“არ დამავიწყდება წყვილის სახეები, როდესაც პირველად ნახეს საკუთარი შვილი, მხოლოდ ამად ღირს გახდე სუროგატი დედა “სუროგატი დედა

გაქვს კითხვები?

დაუკავშირდი პროგრამის კოორდინატორს info@ivftoursgeorgia.com ან დაგვირეკე +995 591 900 385