საქართველოში უშვილობის ინ ვიტრო მეთოდით მკურნალობა ძალიან განვითარებული და ამავდროულად ხელმისაწვდომია, როგორც ადგილობრივი, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები პაციენტებისთვის. ჩვენ საკუთარ მიღწევებს პარტნიორი კლინიკა რეპროარტის მაგალითზე განვიხილავთ, რომელიც ყველა მნიშვნელოვანი აქტივობის მიხედვით ქვეყნის ინოვატორია.

რეპროარტის გუნდის წევრებმა საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს:

    • 2004  წელი – ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციის (ICSI) გამოყენების შედეგად პირველი ბავშვი დაიბადა

 

    • 2005  წელი – ბლასტოცისტის კულტივირების შედეგად პირველი ბავშვი დაიბადა

 

    • 2007  წელი – გაყინული ემბრიონის გადატანის შედეგად პირველი ბავშვი დაიბადა

 

    • 2007  წელი – სუროგაციის პროგრამის გამოყენებით პირველი ბავშვი გაჩნდა

 

    • 2016  წელი – პირველი ორსულობა პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი/დიაგნოსტიკის (PGS/PGD) შემდეგ

 

    • წელი? პირველი ორსულობა მამაკაცის მიკროქირურგიული ოპერაციის შედეგად მიღებული სპერმის გამოყენებით

 

ამერიკული სტანდარტები

უშვილობა დაავადების დიაგნოზია და თუ პაციენტი შესაბამის დაწესებულებას მიმართავს, მისი განკურნება შესაძლებელია. მთავარია, უშვილობის მიზეზი დადგინდეს და სწორი მკურნალობა დაინიშნოს.

კლინიკაში ინ ვიტროს მკურნალობის მეთოდი ამერიკული სტანდარტებითაა დანერგილი. კერძოდ: პრევენციული ღონისძიებები, პაციენტის მართვა, მუშაობის სქემა, სამედიცინო პროცედურები, შიდა პროცესების მენეჯმენტი, სამედიცინო ტექნიკა და ა.შ. რეპროარტს საშუალებას აძლევს, პაციენტებს უშვილობის სამკურნალოდ უახლესი, ზუსტი მეთოდები შესთავაზოს და წარმატებულ შედეგებს მსოფლიოს მასშტაბით მიაღწიოს.

ტექნოლოგიური განვითარება

კლინიკა რეპროარტი ევროპული და ამერიკული უახლესი, ულტრათანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი. მისი დიაგნოსტიკური ბაზა კი გინეკოლოგიური თუ ანდროლოგიური პაციენტების, ასევე, წყვილების უშვილობის მიზეზების დამდგენ კომპლექსურ გამოკვლევას უზრუნველყოფს.

რეპროარტში ლაბორატორიული გამოკვლევების სრული სპექტრი ტარდება. მათ შორის, როგორც სისხლის საერთო და ბიოქიმიური, ისე ჰორმონალური ანალიზები. დიაგნოსტიკური ლაბორატორია ავტომატური ანალიზატორებითაა აღჭურვილი, რაც მიღებული შედეგების სიზუსტეს უზრუნველყოფს.

კლინიკაში ციტოგენეტიკის ლაბორატორიაც ფუნქციონირებს, სადაც ქრომოსომული გამოკვლევები ტარდება. რეპროარტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხის ყოველდღიურ კონტროლს,  ლაბორატორიული ტექნიკის მუდმივ, სპეციალური თანამედროვე აპარატურით მონიტორინგს, მეთოდოლოგიის თანხვედრას მკურნალობის იმ სქემებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის ამერიკელ წევრთან ერთად მუშავდება.

კლინიკა რეპროარტში ნაყოფის დამაზიანებელი ყველა მოქმედებისა და ინფექციური დაავადების პრევენცია (დაცვა) ორსულობის დაგეგმვამდე, თანამედროვე ვაქცინებით მიმდინარეობს.

კლინიკაში პრეინპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი (PGS) და დიაგნოსტიკა (PGD) დაინერგა. გენეტიკური კონსულტირება ტელემედიცინის მეთოდით ხორციელდება, მასალის გამოკვლევა კი წამყვან ამერიკულ და ბრიტანულ ლაბორატორიებთან თანამშრომლობით ხდება.

ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვა

რეპროარტი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (ART – Assisted Reproductive Technologies) სფეროში ახალ ტექნოლოგიებსა და მეთოდებს რეგიონის მასშტაბით ნერგავს.

კლინიკაში ცოდნის განახლების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი სამეცნიერო და კლინიკური კვლევები ტარდება, თანამშრომლები სემინარებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში მონაწილეობენ, რათა მათთვის უახლესი, თანამედროვე სამეცნიერო მიღწევები იყოს ხელმისაწვდომი. რეპროარტის მონაცემები სხვადასხვა საერთაშორისო კონგრესზე, მათ შორის, ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაციის (ESHRE), აშშ-ს რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის (ASRM), ანდროლოგების საერთაშორისო ასოციაციისა (ISA) და სხვა მრავალი პროფესიული გაერთიანების კონფერენციებზეა წარდგენილი.

პროფესიონალი  IVF მენეჯმენტი და სამედიცინო პერსონალი

რეპროარტის დამფუძნებელსა და დირექტორს, ემბრიოლოგ ლიკა ჭყონიას საქართველოში ამ სფეროში მუშაობის ყველაზე დიდი, 23-წლიანი გამოცდილება აქვს:

    • დოქტურანტურა ჯონსების სახელობის რეპროდუქციულ ინსტიტუტში, აშშ, ქალაქი ნორფოლკი (სწორედ აშშ-ს ამ ქალაქში დაიბადა ინ ვიტრო განაყოფიერებით ჩასახული პირველი ბავშვი)

 

    • ჯონსების სახელობის რეპროდუქციულ ინსტიტუტში რეპროდუქციის დამხმარე ტექნოლოგიების, კერძოდ, მიკრომანიპულაციების სასწავლო პროგრამების სერტიფიცირებული მასწავლებელი

 

    • აშშ-ს ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკებში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება

 

    • ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტის ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების ემბრიოლოგი; 2002-2006 წლები

 

    • სამედიცინო ცენტრ „იუნონას“ ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების ხელმძღვანელი; 2006-2012 წლები

 

    • 2012 წლის ივლისიდან ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის დამფუძნებელი და დირექტორი

 

    • მის სახელს უკავშირდება საქართველოში ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციის (ICSI), სპერმის ოპერაციული ასპირაციისა და ბლასტოცისტის გაყინვის შემდეგ პირველი ბავშვების დაბადება

 

    • საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ბიოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი

 

სამედიცინო პერსონალი

რეპროარტში მაღალკვალიფიციური თანამშრომლები მუშაობენ, რომლებსაც სტაჟირება მსოფლიოს ცნობილ კლინიკებში აქვთ გავლილი. მათი შედეგები წამყვანი უცხოური ცენტრების მიერ გამოქვეყნებულ მიღწევებს უტოლდება.

დევიდ მაკკალა – რეპროარტის სამეცნიერო ხელმძღვანელი

დევიდ მაკკალა PhD, H.C.L.D, C.Cსამეცნიერო ნაწილის ხელმძღვანელი ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის სამ ფილიალში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ამავდროულად არის ანდროლოგიური ლაბორატორიის დირექტორი ბიოგენეტიკურ კორპორაციაში, რომელიც მდებარეობს ნიუ ჯერსიში (Biogenetics Corporation in New Jersey) და ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე და სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე ნიუ იორკის უნივერსიტეტეტის ნაყოფიერების ცენტრში, ნიუ იორკი, აშშ (NYUFC, NY, USA). დევიდი ასევე უწევს კოორდინაციას NYUFC და რადკლიფ ტექნოლოჯის, (Redshift Technologies), რომელიც არის NYUFC ელექტრონული სამედიცინო ისტორიების სისტემის შემქმნელი; არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ინსტიტუტის სამეანო-გინეკოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი; დევიდი ინ ვიტრო განაყოფიერების სფეროში 1983 წლიდან მუშაობს და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, წიგნისა და მონოგრაფიის ავტორია.