საქართველო - საუკეთესო ტურისტული მიმართულება

იმკურნალე და დაისვენე საქართველოში

დაგეგმე IVF ტური და გაატარე დაუვიწყარი შვებულება უძველესი ისტორიის მქონე, ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაში.

IVF Tours Georgia დაგეხმარებათ, როგორც IVF მკურნალობის სრული ციკლის , ისე დასვენების დაგეგმვაში. აღსანიშნავია, რომ საქართველო ტურისტებისთვის ყველა სეზონზე მომხიბვლელია: მისი უნიკალური ბუნება და განვითარებული ინფრასტრუქტურა ზამთრისა და ზაფხულის კურორტების თანაბარ პოპულარობას განაპირობებს.

5 ბუკლეტი PDF

  • საქართველოს ისტორია
  • თავგადასავალი საქართველოში
  • ზამთარი საქართველოში
  • ზაფხული საქართველოში
  • საქართველოს კულტურა

საქართველოს შესახებ

საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს. მას სამხრეთით თურქეთი და სომხეთი, აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, და ჩრდილოეთით – კავკასიონის ქედის გადაღმა რუსეთი ესაზღვრება. საქართველოს დედაქალაქი და ამავდროულად უდიდესი ქალაქი არის თბილისი. საქართველოს მთლიანი ფართობი დაახლოებით 69,700 კვადრატული კილომეტრია.

საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონ ადამიანამდეა. ოფიციალური ენა არის ქართული. საქართველო არის ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა. საქართელოს ოფიციალური ვალუტა არის ლარი ( ) (GEL).

საქართველოს კლიმატი,  ქვეყნის მცირე ზომის მიუხედავად,  უკიდურესად მრავალფეროვანია. უმაღლესი მწვერვალი არის შხარა – ზღვის დონიდან 5,068 მ.

მოსახლეობის უმრავლესობა (83.9%) მართლმადიდებელი ქრისტიანია.

საქართველოს უდიდესი ქალაქებია : თბილისი; ქუთაისი; ბათუმი; რუსთავი; ზუგდიდი; გორი; ფოთი; ხაშური; სამტრედია.