დონორზე მზრუნველი გუნდი წყვილს ადმინისტრაციული პროცედურების მოგვარებასა და სამედიცინო მენეჯმენტში ეხმარება. IVF Tours Georgia-ს გუნდი ამ დახმარებასა და საინფორმაციო მხარდაჭერას 24/7 რეჟიმში უზრუნველყოფს. იგი ნებისმიერ ეტაპზე ინფორმაციის მიმოცვლაზეა პასუხისმგებელი.
კვერცხუჯრედის დონაცია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების განუყოფელი ნაწილია. მომავალი მშობლებისთვის კვერცხუჯრედის დონორის გამოყენება ბევრი მიზეზის გამო ხდება საჭირო. კვერცხუჯრედის დონაციის პროგრამა მაშინაა მიზანშეწონილი, როდესაც მომავალი დედის ორგანიზმში კვერცხუჯრედის მომწიფება არ ხდება ან მისი კვერცხუჯრედების ხარისხი ორსულობის შესაძლებლობას არ იძლევა. კვერცხუჯრედის დონორი კი მომავალ დედას აძლევს თავის კვერცხუჯრედს რომ მან იყოლიოს შვილი. კვერცხუჯრედის დონაციის დროს ხდება დონორის კვერცხუჯრედების ამოღება – ასპირაცია (და არა გადანერგვა) და შემდეგომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის, ემბრიონის გადატანა მომავალი დედის ორგანიზმში.
დონაციის პროგრამის მიმდინარეობისას დონორისა და მომავალი დედის მენსტრუალური ციკლის სინქრონიზაცია ხდება, რათა შემდგომ კვერცხუჯრედის ასპირაცია და შემდგომ ემბრიონის გადატანა მომავალი მშობლის საშვილოსნოში სათანადოდ მომზადებული ენდომეტრიუმის ფონზე განხორციელდეს.
აღნიშნული პროცესი ჩვენს პარტნიორ რეპროდუქციულ კლინიკა რეპროატში მიმდინარეობს, სადაც მკურნალობის ყველა ეტაპი ამერიკული სტანდარტების შესაბამისია.
კვერცხუჯრედის დონორის აპლიკაციის შევსება ძალიან მარტივი პროცედურაა. კონფიდენციალურობა კი გარანტირებულია: კვერცხუჯრედის დონაციის მთლიანი პროცესის განმავლობაში დონორი ანონიმურად რჩება.
კვერცხუჯრედის დონორის პროგრამა – საკვერცხის მედიკამენტოზური სტიმულაცია
ქალს ერთი ციკლის განმავლობაში ბუნებრივად ერთი კვერცხუჯრედი უმწიფდება, თუმცა უახლესი დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით (ART- Assisted Reproductive Technologies) ეფექტური მკურნალობისთვის მრავალი კვერცხუჯრედის მიღებაა სასურველი. მრავალი კვერცხუჯრედის მიღება კი იმ უახლესი ჰორმონალური პრეპარატების (გონადოტროპინები) გამოყენებითაა შესაძლებელი, რომლებიც საკვერცხის მედიკამენტოზურ სტიმულაციას განაპირობებენ. საკვერცხის მედიკამენტოზურ სტიმულაციას ასევე „საკვერცხის კონტროლირებადი სტიმულაცია“ (COS) ეწოდება.
მედიკამენტები 2 მიზნისთვის გამოიყენება: ა) გამოიწვიოს მრავლობითი ფოლიკულის მომწიფება, რაც კვერცხუჯრედების მიღების შანსს ზრდის ბ) გაკონტროლდეს ოვულაციის დრო, რათა მომწიფებული კვერცხუჯრედი მივიღოთ და ნაადრევი ოვულაცია არ მოხდეს.
მედიკამენტების მიღება 7-13 დღის განმავლობაში ხდება. მათი დოზა და ზუსტი ხანგრძლივობა კი დამოკიდებულია დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასაკზე, წონაზე და ა.შ. ფოლიკულების ზრდის მონიტორინგი ულტრაბგერითი კვლევითა და ლაბორატორიული ტესტებით ხორციელდება.
ფოლიკულების ამოღების თარიღი (დღე) მათი ზომების მიხედვით, ექიმის გადაწყვეტილებით ინიშნება. დონორი ოვულაციის ინიცირებისთვის (trigger) მედიკამენტს იღებს, კვერცხუჯრედის ამოღება კი ბოლო ინექციიდან 34 – 36 საათის შუალედში ხდება.
მედიკამენტები (Puregon; Gonal F; Menopour და ა.შ.), რომლებიც საკვერცხის სტიმულაციისთვის გამოიყენება, კარგად აპრობირებული, გამოცდილი და უსაფრთხოა. როგორც ნებისმიერ პრეპარატს, გვერდითი მოვლენები მათაც შეიძლება ჰქონდეთ, ამიტომ ამ მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, მისი მეთავალყურეობის ქვეშ ხდება. გვერდითი ეფექტი ყველაზე ხშირად ალერგიულ მგრძნობელობასა და ტკივილს, გაღიზიანებას ან ინექციის დროს შეშუპებას გულისხმობს. შესაძლოა, ზოგჯერ საკვერცხეების ჰიპერსტიმულაცია მოხდეს, რაც საკვერცხეების გადიდებას იწვევს. ამ პროცესს კი მუცლის ტკივილი, საკვერცხის არეში დისკომფორტის შეგრძნება ან ტკივილი ახლავს. თუმცა აღსანიშნავია, რომ კლინიკა რეპროარტში ამგვარი გართულება მრავალი წელია არ ყოფილა: კლინიკაში დანერგილი პრევენციული მეთოდები ჰიპერსტიმულაციის საფრთხეს დონორსაც არიდებს და – პაციენტსაც. სწორედ ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი რეპროდუქციული კლინიკისა და იმ სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია, რომელიც პროცედურას ატარებს. IVF Tours Georgia– სა და კლინიკა რეპროარტის თანამშრომლობა წყვილებსა და დონორებს გართულებებისგან იცავს.
კვერცხუჯრედის დონორის პროგრამა – პროცესი
რეპროარტის ლაბორატორიული აღჭურვილობა, ამერიკული სტანდარტები და კარგად დახელოვნებული პერსონალი კვერცხუჯრედის დონაციის პროცესში დონორებისა და წყვილების უსაფრთხო მკურნალობას უზრუნველყოფს. კლინიკაში დანერგილი პრევენციული პროგრამები და მკურნალობის სტანდარტები თავიდან გვაცილებს დონორის და მომავალი დედის ჯანმრთელობის ისეთ მდგომარეობას, რომლის დროსაც მედიკამენტები ქალის ჯანმრთელობას გააუარესებს ან დააზიანებს. გართულებების გამორიცხვის მიზნით, რეპროარტში სრულფასოვანი გამოკვლევები ტარდება.
პროცესის მონიტორინგი კლინიკა რეპროარტის გამოცდილი სამედიცინო პერსონალის მიერ ხდება. მონიტორინგის ორი გზა არსებობს: ულტრაბგერითი გამოკვლევები და ლაბორატორიული კვლევები.
კვერცხუჯრედის დონორის პროგრამა – პროცედურა
როდესაც საკვერცხეებში ფოლიკულები საჭირო ზომას აღწევს, დონორს ფოლიკულების ასპირაცია უტარდება. ასპირაცია მისთვის საკმაოდ მარტივად მიმდინარეობს: პროცედურა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.
ფოლიკულების ასპირაციის პროცედურის ხანგრძლივობა სულ 15-30 წუთია. ქალის დაძინება ინტრავენური ანესთეზიით ხდება, შესაბამისად, კვერცხუჯრედის ასპირაციის პროცედურა უმტკივნეულო და უსაფრთხოა. ქალი რამდენიმე საათი მოსვენებულ მდგომარეობაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ხოლო შემდეგ სახლში მიდის და ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმს უბრუნდება. საკონტროლო ულტრაბგერით კვლევაზე დონორი 1 კვირაში მოდის და მის ჯანმრთელობას ექიმი ამოწმებს.
კვერცხუჯრედის დონორის კომპენსაცია 1000- 1500 აშშ დოლარამდე მერყეობს.
გაქვს კითხვები?
დაუკავშირდი პროგრამის კოორდინატორს info@ivftoursgeorgia.com ან დაგვირეკე +995 591 900 385
“ვერასდროს დავივიწყებთ იმ ადამიანის სიკეთეს, რომელიც ჩვენი შვილის გაჩენაში დაგვეხმარა” – წყვილი ათენიდან