1
კვერცხუჯრედის დონაცია – პირველი კონტაქტი
პროცესის დაწყება ძალიან მარტივია. საჭირო ინფორმაციის გაცვლისთვის, ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით, პაციენტების კოორდინატორს უკავშირდებით.
2
კვერცხუჯრედის დონაცია – კონტრაქტის გაფორმება
მომსახურების პირობების შეთანხმების შემდეგ წყვილი და IVF Tours Georgia მომსახურების კონტრაქტს აფორმებენ.
3
კვერცხუჯრედის დონაცია – მომსახურების გადახდა
კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდა შესაბამის ვადაში უნდა მოხდეს.
4
კვერცხუჯრედის დონაცია – კვერცხუჯრედის დონორის შერჩევა
ჩვენი სააგენტო შეარჩევს კვერცხუჯრედის დონორს, რომლის გარეგნობაც თქვენს ფიზიკურ მონაცემებთან მაქსიმალურად მიახლოებული იქნება. ხელშეკრულების დადების და მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ, კვერცხუჯრედის დონორების ბაზაში შესასვლელად, თქვენ მიიღებთ სპეციალურ კოდს და დონორსაც სწორედ ამ ბაზიდან შეარჩევთ.
5
კვერცხუჯრედის დონაცია – კვერცხუჯრედის დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა
კვერცხუჯრედის დონორის შერჩევის შემდეგ ჩვენს პარტნიორ კლინიკა რეპროარტში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალური შესწავლა დაიწყება. კვერცხუჯერდის დონორს უტარდება სპეციალური გამოკვლევები, რომელიც დადგენილია პარტნიორი კლინიკა რეპროარტის შიდა სტანდარტის მიხედვით. კვლევების ღირებულებას წყვილი იხდის კლინიკა რეპროარტში.
რეპროარტის ექიმის მიერ კვერცხუჯრედის დონორის დამაკმაყოფილებლად შეფასების მერე კი წყვილის კვერცხუჯრედის დონორი შერჩეულად ითვლება!
6
კვერცხუჯრედის დონაცია – მომავალი დედისა და კვერცხუჯრედის დონორის მედიკამენტოზური მომზადება
კვერცხუჯრედის დონორის შერჩევის შემდეგ მისი და მომავალი დედის მენსტრუალური ციკლის სინქრონიზაცია ხდება, რათა შემდგომ ემბრიონის გადატანა მომავალი მშობლის საშვილოსნოში სათანადოდ მომზადებული ენდომეტრიუმის ფონზე განხორციელდეს.
7
კვერცხუჯრედის დონაცია – კვერცხუჯრედების ასპირაციის პროცედურა
როდესაც საკვერცხეებში ფოლიკულები საჭირო ზომას აღწევს, დონორს ფოლიკულების ასპირაცია უტარდება. ემბრიოლოგის შეფასების შემდეგ მიღებული კვერცხუჯრედები მომავალი მამის სპერმით განაყოფიერდება. მიღებული ემბრიონის გადატანა სუროგატი დედის საშვილოსნოში ან იმავე ციკლში ხდება, ან ემბრიონები იყინება და ისინი სხვა ციკლში გადაგვაქვს.
ფოლიკულების ასპირაციის პროცედურის ხანგრძლივობა სულ 15-30 წუთია. კვერცხუჯრედის დონორი რამდენიმე საათი მოსვენებულ მდგომარეობაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ხოლო შემდეგ სახლში მიდის და ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმს უბრუნდება. საკონტროლო ულტრაბგერით კვლევაზე კვერცხუჯრედის დონორი 1 კვირაში მოდის და მის ჯანმრთელობას ექიმი ამოწმებს.
8
კვერცხუჯრედის დონაცია – კვერცხუჯრედის დონორის კომპენსაცია
შერჩეული დონორი კომპენსაციას სამედიცნო პროცედურების გავლის შემდეგ, კვერცხუჯრედების ასპირაციის დღეს, ან ამ დღიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში მიიღებს, რაც ასევე კონტრაქტითაა გათვალისწინებული.
9
კვერცხუჯრედის დონაცია – ემბრიონის გადატანა
ემბრიონის გადატანის პროცედურას მომავალი დედა კლინიკა რეპროარტში იკეთებს. მომავალი დედის საშვილონოს ღრუში საუკეთესო ემბრიონის გადატანა წვრილი კათეტერით, განაყოფიერებიდან 3-5 დღეში, ექო-მონიტორინგის ქვეშ ხდება. პროცედურა უმტკივნეულოა და სულ რამდენიმე წუთს გრძელდება.
10
კვერცხუჯრედის დონაცია – წარმატებული ორსულობა
ორსულობის ტესტი ემბრიონის გადატანიდან 9-11 დღეში ტარდება.