სუროგაცია და დონაცია საქართველოში

სუროგაცია და დონაცია საქართველოში: სრული ციკლის მიმოხილვა

1

სუროგაცია და დონაცია – პირველი კონტაქტი

პროცესის დაწყება ძალიან მარტივია. საჭირო ინფორმაციის გაცვლისთვის ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით პაციენტების კოორდინატორს უკავშირდებით.

2

სუროგაცია და დონაცია – კონტრაქტის გაფორმება

მომსახურების პირობების შეთანხმების შემდეგ წყვილი და IVF Tours Georgia  მომსახურების კონტრაქტს ფორმებენ.

3

სუროგაცია და დონაცია – მომსახურების გადახდა

კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდა შესაბამის ვადაში უნდა მოხდეს.

4

სუროგაცია და დონაცია – სუროგატი დედისა და კვერცხუჯრედის დონორის შერჩევა

ჩვენი სააგენტო  დაგეხმარებათ შეარჩიოთ კვერცხუჯრედის დონორი, რომელიც თქვენს ფიზიკურ მონაცემებთან მაქსიმალურად მიახლოებული იქნება.
კვერცხუჯრედის დონორის  და სუროგატი დედების ბაზაში შესასვლელად, ხელშეკრულების დადების და მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ თქვენ მიიღებთ სპეციალურ კოდს.

5

სუროგაცია და დონაცია – სუროგატი დედისა და კვერცხუჯრედის დონორის ჯანრთელობის მდგომარეობის შესწავლა

სუროგატი დედის  და კვერცხუჯრედის დონორის შერჩევის შემდეგ ჩვენს პარტნიორ კლინიკა რეპროარტში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალური შესწავლა დაიწყება. მათ უტარდებათ სპეციალური გამოკვლევები, რომელიც დადგენილია პარტნიორი კლინიკა რეპროარტის შიდა სტანდარტის მიხედვით. კვლევების ღირებულებას წყვილი იხდის კლინიკა რეპროარტში.

რეპროარტის ექიმის მიერ სუროგატი დედის და კვერცხუჯრედის ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებლად შეფასების მერე კი წყვილის სუროგატი და დონორი შერჩეულად ითვლება!

6

სუროგაცია და დონაცია – კვერცხუჯრედის დონორის და სუროგატი დედის მედიკამენტოზური მომზადება

სუროგატის დედის  და დონორის შერჩევის შემდეგ  სუროგატი დედისა და კვერცხუჯრედის დონორის მენსტრუალური ციკლის სინქრონიზაცია ხდება, რათა შემდგომ  ემბრიონის გადატანა სუროგატი დედის საშვილოსნოში სათანადოდ მომზადებული ენდომეტრიუმის ფონზე განხორციელდეს.

7

სუროგაცია და დონაცია – კვერცხუჯრედების ასპირაციის პროცედურა

როდესაც საკვერცხეებში ფოლიკულები საჭირო ზომას აღწევს, დონორს ფოლიკულების ასპირაცია უტარდება. ემბრიოლოგის შეფასების შემდეგ მიღებული კვერცხუჯრედები მომავალი მამის სპერმით განაყოფიერდება. მიღებული ემბრიონის გადატანა სუროგატი დედის საშვილოსნოში ან იმავე ციკლში ხდება, ან ემბრიონები იყინება და ისინი სხვა ციკლში გადაგვაქვს.

ფოლიკულების ასპირაციის პროცედურის ხანგრძლივობა სულ 15-30 წუთია. კვერცხუჯრედის დონორი რამდენიმე საათი მოსვენებულ მდგომარეობაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ხოლო შემდეგ სახლში მიდის და ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმს უბრუნდება. საკონტროლო ულტრაბგერით კვლევაზე კვერცხუჯრედის დონორი 1 კვირაში მოდის და მის ჯანმრთელობას ექიმი ამოწმებს.

8

სუროგაცია და დონაცია – კვერცხუჯრედის დონორის ჰონორარი

შერჩეული დონორი კომპენსაციას  სამედიცნო პროცედურების გავლის შემდეგ, კვერცხუჯრედების ასპირაციის დღეს ან, ამ დღიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში მიიღებს, რაც ასევე კონტრაქტითაა  გათვალისწინებული.

9

სუროგაცია და დონაცია – ემბრიონის გადატანა სუროგატი დედის საშვილოსნოში

ემბრიონის გადატანის პროცედურას სუროგატი დედა კლინიკა რეპროარტში იკეთებს. სუროგატი დედის საშვილონოს ღრუში საუკეთესო ემბრიონის გადატანა წვრილი კათეტერით, განაყოფიერებიდან 3-5 დღეში, ექო-მონიტორინგის ქვეშ ხდება. პროცედურა უმტკივნეულოა და სულ რამდენიმე წუთს გრძელდება.

10

სუროგაცია და დონაცია – წარმატებული ორსულობა

ორსულობის ტესტი ემბრიონის გადატანიდან 9-11 დღეში ტარდება.

11

სუროგაცია და დონაცია – სუროგატი დედის ჰონორარი

ორსულობის დადგომის შემდეგ სუროგატი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და სამედიცინო პროცედურები კლინიკა რეპროარტში, ამერიკული სტანდარტის შესაბამისად მიმდინარეობს. პროცესს კოორდინაციას  IVF Tours Georgia -ს  კოორინდატორების გუნდი უწევს, წყვილს კი სუროგატი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია ყველა ეტაპზე მიეწოდება.

სუროგატი დედის ჰონორარისა და ცხოვრების ხარჯების ანაზღაურება წყვილის მიერ, კონტრაქტში მითითებული გრაფიკის მიხედვით ხდება.

იურიდიული პროცედურების მოგვარების მიზნით, მშობიარობის დღეს წყვილის საქართველოში ყოფნა აუცილებელია.