სუროგაცია - პროგრამის ეტაპები

სუროგაციის პროგრამის ეტაპები – სრული ციკლის მიმოხილვა

1

სუროგაცია – პროცესის დაწყება

პროცესის დაწყება ძალიან მარტივია. საჭირო ინფორმაციის გაცვლისთვის ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით პაციენტების კოორდინატორს უკავშირდებით.

2

სუროგაცია – კონტრაქტის გაფორმება

მომსახურების პირობების შეთანხმების შემდეგ, წყვილი და IVF Tours Georgia,  მომსახურების კონტრაქტს აფორმებენ.

3

სუროგაცია – მომსახურების გადახდა

კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდა შესაბამის ვადაში უნდა მოხდეს.

4

სუროგაცია – სუროგატის შერჩევა

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, სუროგატი დედების ბაზაში შესასვლელად მიიღებთ კოდს და აივიეფ ტურს ჯორჯიას პერსონალური მენეჯერი დაგეხმარებათ სუროგატი დედის შერჩევაში.

5

სუროგაცია – სუროგატი დედის ჯანრთელობის მდგომარეობის შესწავლა

სუროგატი დედის  შერჩევის შემდეგ ჩვენს პარტნიორ კლინიკა რეპროარტში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალური შესწავლა დაიწყება. სუროგატ დედას უტარდება სპეციალური გამოკვლევები, რომელიც დადგენილია პარტნიორი კლინიკა რეპროარტის შიდა სტანდარტის მიხედვით. კვლევების ღირებულებას წყვილი იხდის კლინიკა რეპროარტში.

რეპროარტის ექიმის მიერ სუროგატი დედის ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებლად შეფასების შემდეგ კი წყვილის სუროგატი შერჩეულად ითვლება!

6

სუროგაცია – მომავალი დედისა და სუროგატის მედიკამენტოზური მომზადება

სუროგატის დედის შერჩევის შემდეგ  მისი და მომავალი დედის მენსტრუალური ციკლის სინქრონიზაცია ხდება, რათა შემდგომ  ემბრიონის გადატანა სუროგატი დედის საშვილოსნოში სათანადოდ მომზადებული ენდომეტრიუმის ფონზე განხორციელდეს.

თუ მომავალი დედის საკვერცხეების მომზადების პროცესი საქართველოში მიმდინარეობს, დაყოვნების პერიოდი 14-16 დღეა, თუმცა ქალს შეუძლია, რომ საკუთარ ქვეყანაში, მის მიერ შერჩეული რეპროდუქტოლოგის მონიტორინგის ქვეშ მოემზადოს, საქართველოში კი მხოლოდ ასპირაციის პროცედურამდე 2 დღით ადრე ჩამოვიდეს. ამ შემთხვევაში კლინიკა რეპროარტის ექიმ რეპროდუქტოლოგსა და პაციენტის ექიმს შორის მუდმივი კავშირია. მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნა და მონიტორინგიც ერთობლივად ხდება.

7

სუროგაცია – მომავალი დედის კვერცხუჯრედების ასპირაციის პროცედურა

მომავალი დედის კვერცხუჯრედების ასპირაციის პროცედურა

როდესაც საკვერცხეებში ფოლიკულები საჭირო ზომას აღწევს, მომავალ დედას ფოლიკულების ასპირაცია უტარდება.

ფოლიკულების ასპირაციის პროცედურის ხანგრძლივობა სულ 15-30 წუთია. მომავალი დედა რამდენიმე საათი მოსვენებულ მდგომარეობაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ხოლო შემდეგ სახლში მიდის და ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმს უბრუნდება. საკონტროლო ულტრაბგერით კვლევაზე ქალი 1 კვირაში მოდის და მის ჯანმრთელობას ექიმი ამოწმებს.

8

სუროგაცია – ემბრიონის გადატანა სუროგატის საშვილოსნოში

ემბრიოლოგის შეფასების შემდეგ მიღებული კვერცხუჯრედები პარტნიორის სპერმით განაყოფიერდება.

წარმატებული ინ ვიტრო განაყოფიერების დროს მიღებული ემბრიონები ლაბორატორიაში 2-5 დღე, ზოგჯერ–6 დღემდე რჩება. მე-5 დღის ემბრიონი ბლასტოცისტად ყალიბდება. ემბრიონის ბლასტოცისტამდე განვითარება სელექციისა და 1 ან 2 ემბრიონის გადატანის საშუალებას იძლევა. 1-2 ემბრიონის გადატანა მრავალნაყოფიანი ორსულობის თავიდან ასაცილებლად ხდება, რადგან მრავალნაყოფიანი ორსულობა სუროგატის და ნაყოფის ჯანმრთელობას აყენებს ზიანს. დარჩენილი ემბრიონები იყინება და მათი გამოყენება შესაძლებელია მომავალი ორსულობის მისაღებად.

9

სუროგაცია – წარმატებული ორსულობა

ორსულობის ტესტი ემბრიონის გადატანიდან 9-11 დღეში ტარდება.

10

სუროგაცია – სუროგატი დედის ჰონორარი და ცხოვრების ხარჯები

ორსულობის დადგომის შემდეგ სუროგატი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და სამედიცინო პროცედურები კლინიკა რეპროარტში, ამერიკული სტანდარტის შესაბამისად მიმდინარეობს. პროცესს კოორდინაციას  IVF Tours Georgia -ს  კოორინდატორების გუნდი უწევს, წყვილს კი სუროგატი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია ყველა ეტაპზე მიეწოდება.

სუროგატი დედის ჰონორარისა და ცხოვრების ხარჯების ანაზღაურება წყვილის მიერ, კონტრაქტში მითითებული გრაფიკის მიხედვით ხდება.