კვერცხუჯრედის აპირაცია
ფოლიკულების აპირაციის პროცედურის ხანგრძლივობა სულ 15-30 წუთია. ინტრავენური ანესთეზიის ქვეშ ხდება ქალის დაძინება, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ პროცედურა დასრულებულია და პაციენტი იღვიძებს. შესაბამისად კვერცხუჯრედის ასპირაციის პროცედურა უმტკივნეულო და უსაფრთხოა. მოსვენებულ მდგომარეობაში ქალი არის რამოდენიმე საათი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო შემდეგ მიდის სახლში და უბრუნდება მის ყოველდღიურ ცხოვრებას. საკონტროლო ულტრაბგერით კვლევაზე დონორი მოდის ექიმთან 1 კვირაში და ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება.
Categories: