კვერცხუჯრედის დონაციის პროცესი
დონაციის პროგრამის შემთხვევაში ხდება დონორის და მიმღები დედის მენსტურალური ციკლის სინქტონიზაცია, რათა შემდგომ მოხდეს ემბრიონის გადატანა მომავალი მშობლის ან სუროგატის საშვილოსნოში სათანადოდ მომზადებული ენდომეტრიუმის ფონზე.
ფოლიკულრების ასპირაციის შედეგად მიღებული კვერცხუჯრედების შერწყმა ხდება ბიოლოგიური მამის და/ან დონორის სპერმასთან კლინიკა რეპროარტის ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში, რომ მივიღოთ განაყოფიერება, რასაც in vitro fertilization (IVF) (ორგანიზმის გარეთ განაყოფიერება) ქვია. შედეგად ვიღებთ ემბრიონს, რომელიც მოთავსდება მიმღები დედის ან სუროგატი დედის საშვილოსნოში იმ მიზნით რომ დადგეს ორსულობა.
ეს პროცესი მიმდინარეობს ჩვენს პარტნიორ რეპროდუქციულ კლინიკა რეპროატთან, რომლის ყველა მკურნალობის ეტაპი არის ამერიკული სტანდარტთან შესაბაბამისობაში.
ჩვენი კვერცხუჯრედის დონორის აპლიკაცია არის ძალიან მარტივი პროცედურა, 100% კონფიდენციალური, დონორი რჩება ანონიმური მთლიანად კვერცხუჯრედის დონაციის პროცესში და დასრულების შემდეგ და წყვილმაც კი არ იცის მისი ვინაობა.