იმკურნალე და დაისვენე საქართველოში
დაგეგმე IVF ტური და გაატარე დაუვიწყარი შვებულება უძველესი ისტორიის მქონე, ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაში.
IVF Tours Georgia დაგეხმარებათ, როგორც IVF მკურნალობის სრული ციკლის , ისე დასვენების დაგეგმვაში. აღსანიშნავია, რომ საქართველო ტურისტებისთვის ყველა სეზონზე მომხიბვლელია: მისი უნიკალური ბუნება და განვითარებული ინფრასტრუქტურა ზამთრისა და ზაფხულის კურორტების თანაბარ პოპულარობას განაპირობებს.
5 ბუკლეტი PDF
-
- საქართველოს ისტორია
-
- თავგადასავალი საქართველოში
-
- ზამთარი საქართველოში
-
- ზაფხული საქართველოში
-
- საქართველოს კულტურა
საქართველოს შესახებ
საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს. მას სამხრეთით თურქეთი და სომხეთი, აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, და ჩრდილოეთით – კავკასიონის ქედის გადაღმა რუსეთი ესაზღვრება. საქართველოს დედაქალაქი და ამავდროულად უდიდესი ქალაქი არის თბილისი. საქართველოს მთლიანი ფართობი დაახლოებით 69,700 კვადრატული კილომეტრია.
საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონ ადამიანამდეა. ოფიციალური ენა არის ქართული. საქართველო არის ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა. საქართელოს ოფიციალური ვალუტა არის ლარი ( ) (GEL).
საქართველოს კლიმატი, ქვეყნის მცირე ზომის მიუხედავად, უკიდურესად მრავალფეროვანია. უმაღლესი მწვერვალი არის შხარა – ზღვის დონიდან 5,068 მ.
მოსახლეობის უმრავლესობა (83.9%) მართლმადიდებელი ქრისტიანია.
საქართველოს უდიდესი ქალაქებია : თბილისი; ქუთაისი; ბათუმი; რუსთავი; ზუგდიდი; გორი; ფოთი; ხაშური; სამტრედია.